სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დაფინანსება გაიცემა უმაღლესში პირველ და მეორე საფეხურზე ჩარიცხულ სტუდენტებზე - შეხვედრა
04-06-2022
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ აბიტურიენტებთან და სასკოლო საზოგადოებასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა.

ფახულანის, ლიის, ჭალისა და მუჟავას სკოლის მოსწავლეებს მინისტრის მოადგილემ სიტყვით მიმართა და სტუდენტთა მხარდამჭერი პროგრამების, ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სამინისტროს მიერ განხორციელებული სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

როგორც ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის ახალგაზრდებზე ზრუნვა და მათი ხელშეწყობა უმთავრესი პრიორიტეტია. შესაბამისად, აბიტურიენტებისა და სტუდენტებისთვის, განსაკუთრებით კი გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის სამინისტრო არაერთ მხარდამჭერ პროგრამას ახორციელებს. მათ შორის, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების პროგრამასა და სოციალურ პროგრამას.

ღონისძიების ფარგლებში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა სამუშიამ მოსწავლეებს მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული სამეცნიერო კონკურსების პირობები გააცნო. მათ შორის, ფონდის გენერალურმა დირექტორმა ახალგაზრდებთან მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსი – „ლეონარდო და ვინჩი“ განიხილა და მათ კონკურსში მონაწილეობისაკენ მოუწოდა.

სიტყვით გამოსვლების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ადგილობრივი მოსახლეობის კითხვები ძირითადად ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადებასა და სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსებას ეხებოდა. საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა ლია გიგაურმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ლობჟანიძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო მასალების ანალიზისა და საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსმა მაია გაბუნიამ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმაც მიიღეს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრები მომავალშიც სისტემატურად გაიმართება, სადაც აბიტურიენტებს მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციას სამინისტროსა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები მიაწვდიან.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა 2013 წლიდან მოქმედებს და მისი ბიუჯეტი 5 000 000 ლარს შეადგენს. თანხა განკუთვნილია 9 სხვადასხვა მუნიციპალიტეტის – გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, საჩხერის, ონის, დუშეთის, წალენჯიხის და ზუგდიდის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსებისთვის. აღნიშნული დაფინანსება გაიცემა უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე ჩარიცხულ სტუდენტებზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ასევე ახორციელებს სახელმწიფო სასწავლო გრანტით სტუდენტთა დაფინანსების სოციალურ პროგრამას, რომლის ბიუჯეტი 2 520 000 ლარს შეადგენს. სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვება შეუძლიათ სოციალურად მოწყვლადი ჯგუფის სტუდენტებს. მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტი სტუდენტზე საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის ვადის შესაბამისად გაიცემა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საქართველოში მოსწავლეები განათლების საერთაშორისო სტანდარტს 2-3 წლით ჩამორჩებიან - ბავშვების 80 პროცენტი გაკვეთილებს მუდმივად აცდენს

გამოცდის ქულები ცნობილია - შედეგების ნახვა სპეციალური კოდის მეშვეობით შეუძლიათ

საგაკვეთილო განრიგთან დაკავშირებით emis ინფორმაციას ავრცელებს

 

საშინაო, შემაჯამებელი და საკლასო დავალებები ისევ სავალდებულოა - რა შეიცვალა ესგ-ს მიხედვით

დამატებითი რანჟირება აბიტურიენტებისთვის - განცხადების წარდგენის ვადას და ფორმას ადგენს NAEC-იის დირექტორი აქვეყნებს

 

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
„გისურვებთ, ეს წელი ყველასთვის ყოფილიყოს შემოქმედებითი შთაგონების, შინაგანი მშვიდობისა და პროფესიული სიხარულის მომტანი“
 

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება