სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გაკვეთილებს სამინისტროს ექსპერტები ესწრებიან...
25-05-2022
-
+



განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ეროვნული უმცირესობების 25 საპილოტე სკოლაში მიმდინარეობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ბილინგვურად დანერგვა. მოცემულ ეტაპზე II, III, IV კლასებში ბილინგვურად ინერგება სამი საგანი: სახვითი ხელოვნება, მე და საზოგადოება, ბუნებისმეტყველება.

„მესამე თაობის ეროვული სასწავლო გეგმის ბილინგვურად დანერგვის ხელშესაწყობად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტები უშუალოდ არიან ამ პროცესებში ჩართულნი. ერთ მხრივ, ისინი ამზადებენ სპეციალურ სასწავლო რესურსებს, რომლებსაც განიხილავენ საპილოტე სკოლის მასწავლებლებთან ერთად, მეორე მხრივ, ყოველკვირეულ საკონსულტაციო შეხვედრებზე მასწავლებლებთან ერთად განიხილავენ საკლასო ოთახში მიმდინარე პროცესებს.

საპილოტე სკოლების მხარდაჭერის გასაძლიერებლად, სამინისტროს ექსპერტებმა დაგეგმეს სკოლებში ვიზიტები. ამ ვიზიტების დროს ისინი ესწრებიან გაკვეთილებს, ადგილობრივ პერსონალთან ერთად განიხილავენ დანერგვის პროცესის სუსტ და ძლიერ მხარეებს, ერთად გეგმავენ პრობლემათა გადაჭრის გზებს. ამჯერად, განათლებისა და მეცნიერების ექსპერტებმა მოინახულეს კალინინოს, ახალაქალაქის, ახალციხისა და საძელის სკოლები. მხარდამჭერი ვიზიტები გაგრძელდება ივნისის თვეში.

ბილინგვური განათლების შერჩეული მოდელი ეროვნული უმცირესობათა წარმომადგენელ მოსწავლეებს საშუალებას მისცემს დაეუფლონ წიგნურ მეტყველებას, ანუ სასკოლო საგანთა აკადემიურ ენას, როგორც სახელმწიფო, ისე მშობლიურ ენებზე, რაც მომავალში მათი საზოაგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის აუცილებელი პირობაა. ისინი შეუფერხებლად შეძლებენ სწავლის გააგრძელებას საქართველოს პროფესიულ თუ უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე სრულფასოვნად ჩართვას პროფესიულ საქმიანობასა თუ სხვადასხვა სახის საზოგაოებრივ აქტივობაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება