სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მინდა, მასწავლებლებს მადლობა გადაგიხადოთ“
25-05-2022
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქართველ მოსწავლეებს ევროპის ფიზიკოსთა VI ოლიმპიადაში გამარჯვება მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა.

მიხეილ ჩხენკელი: „გილოცავთ ამ დამსახურებულ გამარჯვებას! თითოეული თქვენგანის მიღწევა ჩვენი ქვეყნის წარმატებაა და დარწმუნებული ვარ, თქვენი თაობა გამორჩეული შესაძლებლობებითა და უნიკალურობით აუცილებლად უკეთესობისკენ შეცვლის სამყაროს.

მინდა, ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და გუნდის ლიდერებს მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ქვეყნისთვის მოპოვებული ჯილდოებისთვის და მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს კიდევ ერთხელ ღირსეულად წარმოჩენისთვის.

დარწმუნებული ვარ, თქვენი ცოდნითა და შემართებით კიდევ არაერთხელ ასახელებთ ჩვენს სამშობლოს. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის წარმატების საწინდარი და მჯერა, წინ კიდევ მრავალი გამარჯვება გელოდებათ!“

ქართველმა მოსწავლეებმა სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში 20-24 მაისს გამართულ ევროპის ფიზიკოსთა VI ოლიმპიადაზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობა საქართველოს ნაკრების ხუთმა წევრმა მიიღო და თითოეულმა მოსწავლემ შეძლო მედლის მოპოვება. აღსანიშნავია, რომ 27 ქვეყნის 189 მონაწილე მოსწავლიდან ოქროს მედალი მხოლოდ 12-მა  მიიღო, მათ შორის, ორი ოქროს მედალი ქართველ მოსწავლეებს გადაეცათ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებისთვის გასვლითი ღონისძიება საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა „მხიარული სტარტები“ და „მუსიკალური თამაშები“
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება