სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ცხოვრების მიზნად სიკეთე გქონდეს...“ - ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორის ემოციური მიმართვა კურსდამთავრებულებს
24-05-2022
-
+


ლადო ასათიანის სახელობის, ცაგერის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. მოსწავლეები უსაყვარელს პედაგოგებს დაემშვიდობნენ, იყო თეთრ პერანგებზე დაწერილი კეთილი სურვილები და რა თქმა უნდა ემოციების ზღვა, რასაც სევდანარაევი სიხარულის ცრემლები უფრო ამძაფრებდა. ამ დღეს მე-12 კლასელები მშობლიურმა სკოლამ ცხოვრების ახალ ეტაპზე გააცილა, დირექტორმა კი - მთავრისა ახვლედიანმა კურსდამთავრებულებს სიტყვკით მიმართა, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

ჩვენო საყვარელო ახალგაზრდებო: ანა, ლუკა, ნიკო, მაკა, საბა, ირაკლი, გვანცა - გილოცავთ სკოლის დამთავრებას!
თქვენთან ერთად ვულოცავ ყველა თქვენს თანატოლს!  თქვენ საქართველოს მომავალი ხართ!

ხვალიდან ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებთ, წინ ბობოქარი სტუდენტური ხანა და სხვადასხვა საინტერესო გამოწვევა გელით. მჯერა, კვლავაც ასეთივე ზნეკეთილი დარჩებით, დაბრკოლებებსაც გადალახავთ და წარმატებულებიც იქნებით, მამულს ერთგულად ემსახურებით. ამაში კი, ოჯახთან ერთად, თქვენი მშობლიური სკოლის წვლილიც იქნება!

ვულოცავ თქვენს მშობლებსა და პედაგოგებს, ეხაროთ თქვენით მუდამ! ყველანი მიყვარხართ და მეიმედებით! გზა დაგელოცოთ!

„ცხოვრების მიზნად სიკეთე გქონდეს
და სიყვარული -- მოძმეთა ვალად,
სამშობლო შენი მარად გახსოვდეს,
თუკი გსურს დარჩე ადამიანად“!

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

ინ კი მათ ანბანის ჯადოსნურ სამყაროში დაუვიწყარი მოგზაურობა ელით

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს

პროექტში მონაწილეობა ბავშვებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება გახდა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება