სიახლეები
ყველაზე პოპულარული
წიგნები

''თბილისი გარდაიქმნება გაზღაპრებულ თბილისად'' - თამარ სუბელიანის ''მდინარეს თევზები შეჭამენ''
28-10-2016
-
+


დებიუტანტი ავტორის თამარ სუბელიანის „მდინარეს თევზები შეჭამენ“ პოსტმოდერნული ნაწარმოებია, სადაც მოქმედება რამდენიმე სიუჟეტურ ხაზად ვითარდება თანამედროვე დროში. 

წიგნის მთავარი პერსონაჟი, მიწისა, წარუმატებელი მწერალია, რომელიც რომანის დაწერას ცდილობს. ნაწარმოების დასაწყისში მთავარი მოქმედი პირის ცხოვრება და შემოქმედება გამიჯნულია ერთმანეთისგან. 

მიწისას ცხოვრება დანახულია და წარმოჩენილია რამდენიმე პერსპექტივიდან: შიგნიდან (მიწისა თავისი წარსულის შესახებ პირველ პირში მოუთხრობს მკითხველს) და გარედან (მიწისა შესახებ ყოველისმცოდნე ავტორი წერს); ამასთანავე, მიწისა წერილებს უგზავნის საყვარელ კაცს, რითაც უარყოფს ყოველ სხვა მკითხველს, გარდა ერთისა. 

თანდათან მიწისას ბიოგრაფიასა და რომანს შორის ზღვარი იშლება. მიწისას გამოგონილი პერსონაჟები და სიუჟეტები ცოცხლდებიან. 

თბილისი გარდაიქმნება გაზღაპრებულ თბილისად, სადაც ადამიანების ბავშვობები მათგან დამოუკიდებლად ცხოვრობენ მუზეუმში.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სწავლის გასაგრძელებლად დოკუმენტების წარდგენა უკვე დაიწყო - დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებისთვის თვითშეფასების წარდგენის ვადები გახანგრძლივდა 

სკოლების 1028 თანამშრომლის დასახმარებლად 4.0 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა

ვალდებულება, რომელიც მასწავლებლებს ფუნქციის შესრულების პარალელურად ეკისრებათ - სქემის დეტალები

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

„მადლობა, თითოეულ პატარა შემოქმედს, რომ ასეთი ფერადი, ცოცხალი და დაუვიწყარი დღე გვაჩუქეს“

პროექტის მთავარი გზავნილი იყო: „პატარა ხელებით, დიდი გულებით - აქედან იწყება სიკეთე“

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება