სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სადიაგნოსტიკო წერა შესაძლოა მომავალი წლისთვის გადაიდოს“
17-05-2022
-
+


დიაგნოსტიკური წერა სკოლებში ერთ-ერთი აქტუალური საკითხია. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მოსწავლეები ამ მიმართულებით შეფასდებოდნენ, არაერთი კითხვა გაჩნდა, რომელთც ეროვნული სასწავლო გეგმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნიკო სილაგაძე პასუხობს.

„დიანოსტიკური წერის ერთადერთი მიზანია, აღიწეროს მოსწავლის მიღწევები ეროვნულ სასწავლო გეგმასთან მიმართებით და მისი საჭიროებების გათვალისწინებით, განისაზღვროს სასწავლო პროცესი. უნდა აღინიშნოს, რომ სადიაგნოსტიკო შეფასება სასკოლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ბევრ სკოლაში პერიოდულად ტარდება კიდეც“, - აცხადებს სილაგაძე და იმასაც დასძენს, რომ ზოგადად, სადიაგნოსტიკო წერას არა ერთჯერადი, არამედ სისტემური ხასიათი ექნება:

„ჩვენ გვინდა, ეს გახდეს სასკოლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, სადაც მკაცრი რეგულირება კი არ იქნება სამინისტრის მხრიდან, არამედ შეფასდება მოსწავლის საჭიროებები. რეფორმის ერთ-ერთი მიმართულებაა დიაგნოსტიკური შეფასების გაძლიერება სკოლებში“.

ნიკო სილაგაძის განმარტებით, სადიაგნოსტიკო წერა სკოლებში ჯერ არ დაწყებულა, მაისის შუა რიცხვებისთვის იგეგმება და მას საერთო არაფერი აქვს ტესტთან, რომელიც ნიშნით ფასდება; შედეგები არ აისახება წლის ბოლოს მოსწავლის შეფასებაზე.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეს არ არის მოსწავლეების, მასწავლებლების, სკოლის შემოწმება და არც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების კონკურენციისთვის ტარდება; უნდა მივიღოთ მაქსიმალურად რეალისტური სურათი, შემდეგ კი საგნის მასწავლებლები და კათედრები დაგეგმავენ ერთობლივ მუშაობას.  თუ აღმოჩნდა, რომ ხარვეზებია ნაშრომში, ეს კათედრის შიგნით თანამშრომლობის საგანი უნდა გახდეს“.

აქვე საინტერესო ისაა, ყველა მოსწავლემ უნდა ჩააბაროს თუ არა დიანოსტიკური დავალება და გახდება თუ არა შედეგები ცნობილი მშობლებისთვის? - ამის თაობაზე სილაგაძე განმარტავს, რომ ელექტრონულ ჟურნალში, სპეციალურ გრაფაში ჩაიწერება შეფასება, წერა მე-4-დან მე-9 კლასების ჩათვლით, ყველა საგანში ჩატარდება, მაგრამ ეს არ უნდა გავიგოთ, როგორც „გამოცდები“. დიაგნოსტიკური წერა დაეფუძნება წინა სემესტრში ნასწავლ მასალას, საკითხის შესახებ ბავშვი წინასწარ შეიტყობს და ჩვენ გავეცით განკარგულება, მოსწავლეები მაქსიმალურად დაიცვან სტრესისგან - შეიძლება დავალების შესრულება ერთ დღეს დაიწყონ და მეორე დღეს დაასრულონ... არ არის გამორიცხული, დამატებით რესურსად სახელმძღვანელოც გამოიყენონ“.

თუმცა, აქ არის კიდევ ერთი ფაქტორი - ნდობა გამსწორებლის მიმართ, სილაგაძე აცხადებს, რომ საფუძველი - ნაშრომი არაობიექტურად შეფასდეს, სკოლას არ აქვს: „ამისთვის ფართო მუშაობაა დაგეგმილი სასკოლო საზოგადოების წევრებთან და რაც მნიშვნელოვანია, ეს არ კეთდება სკოლების რეიტინგული სიების შესადგენად .მთავარია, სადიაგნოსტიკო შეფასების ფორმალობამდე დაყვანა არ მოხდეს - .ფართო პერიოდია კომუნიკაციისთვის აღებული, მოსამზადებელი სამუშაოები უნდა ჩატარდეს და თუ აღმოჩნდება, რომ სამინისტროს რესურსი არ გაწვდა რისკების შემცირებას, დიაგნოსტირება შემდეგი წლისთვის გადაიდება“.

იხილეთ ასევე:

„რა სახელიც უნდა დაარქვან, ეს არის ბავშვების გამოცდა“ - მშობლები სადიაგნოსტიკო ტესტირების წინააღმდეგ


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება