სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„გვაკმარეთ რთული გამოცდა და გააუქმეთ დანარჩენი აქტივობები!“ - მასწავლებლების პროტესტი 
20-05-2022
-
+


მასწავლებლები, რომლებიც სტატუსის ამაღლებას გეგმავენ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულმა საგამოცდო ბარიერმა ააღელვა.

წამყვანობისა და მენტორობის მსურველთა გამოცდა წელს პირველად ტარდება. გამოცდაზე რეგისტრაცია ისე დასრულდა, რომ პედაგოგებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რამდენი იქნებოდა გადასალახი ბარიერი. რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდაზე გამსვლელმა 70- ქულიანი ტესტიდან მინიმუმ 43 ქულა უნდა მიიღოს. მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად კი 75%-იანი ბარერის გადალახვაა საჭირო. მენტორობის მსურველმა 70 ქულიან ტესტში მინიმუმ 53 ქულა უნდა მოიპოვოს.

დაწესებული ბარიერის გარკვევის შემდეგ აღმოჩნდა, რომ „მასწავლებლები მორიგ წრეზე წავიდნენ“ და მათ იგივე მოეთხოვებათ, რაც უკვე შეასრულეს. მაგალითად, ბევრმა უფროსმა მასწავლებელმა პროფესიული უნარების გამოცდაზე, თავის დროზე, 60%-იანი ბარიერი გადალახა, ახლა კი წამყვანის სტატუსისთვის ისევ გამოცდაზე გასვლა და ისევ 60%-ის გადალახვა მოუწევს.

წამყვანმა მასწავლებლებმა სტატუსის მიღებამდე დაადასტურეს საგნობრივი კომპეტენცია, ჩააბარეს პროფესიული უნარების გამოცდა, ჩაატარეს კვლევა, შეავსეს პროფესიული საქაღალდე, გაიარეს ბიუროკრატიული საფეხურები, შემდეგ იყო გარე დაკვირვება და მათი პროფესიონალიზმის საკლასო ოთახში შემოწმება. ეს საფეხურიც წარმატებით გადალახეს და წამყვანის სტატუსი დაიმსახურეს. ახლა კი მენტორობისთვის იგივე გზის გავლა მოეთხოვებათ, განსხვავება ისაა, რომ ამჯერად, პროფესიული უნარების გამოცდაზე 75%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ 60%-ის ნაცვლად. გამოცდის ჩაბარების შემდეგ კი იგივე - პროფესიული საქაღალდის შემოწმება, გარე დაკვირვება და ა.შ.

სწორედ ის პედაგოგები, რომლებმაც თავის დროზე პროფესიული უნარების გამოცდა მაღალ ქულაზე ჩააბარეს და მოთხოვნები პრაქტიკულ ნაწილშიც დააკმაყოფილეს, ითხოვენ, რომ თუ მენტორის სტატუსისთვის 75%-იანი ბარიერის გადალახვაა საჭირო, მაშინ დამატებითი აქტივობები გაუქმდეს.

„უნარების გამოცდა ვისაც მაღალ ქულებზე გვაქვს ჩაბარებული, იმ პედაგოგებს სტატუსები ავტომატურად უნდა მოგვენიჭოს. ჩვენ უკვე დავადასტურეთ ცოდნა, დავაკმაყოფილეთ სტატუსის ასამაღლებლად დაწესებული მოთხოვნებიც და იქნებ გაითვალისწინოს სამინისტრომ ეს ფაქტორი“.

„მოვითხოვთ უნარებში მაღალქულიან მასწავლებელს ავტომატურად მიენიჭოს სტატუსი“.

„ეს არის ჩვენი დაცინვა, მოვითხოვთ, გვაკმარონ ეს რთული გამოცდა და გააუქმონ დანარჩენი აქტივობები!“

„რა უბედრებაა 75%. ჩააყენეთ ყველა თანაბარ პირობებში! კრედიტებით აამაღლებინეთ ხალხს სტატუსი და ახლა რა ხდება? ზებუნებრივი შესაძლებლობებით ვართ აღჭურვილები?“

„ზოგადად, არ მგონია სწორი, როცა გადასალახ ბარიერს რეგისტრაციის შემდეგ ვიგებთ. დარწმუნებული ვარ, ბევრი არც დარეგისტრირდებოდა 75% რომ ყოფილიყო თავიდანვე გამოცხადებული.  გადალახვა შესაძლებელია, რა თქმა უნდა, უბრალოდ, იმდენი დრო და ენერგია უნდა დახარჯოს პედაგოგმა გამოცდისთვის მოსამზადებლად, უმჯობესია, ეს დრო და ენერგია მოსწავლეს მოხმარდეს. მასალა საჭიროებს გაფილტვრას, რადგან არ არის საჭირო იმ მასალის ზეპირად ცოდნა, რისი მოძიებაც მომენტალურად შესაძლებელია“.

ასეთია პედაგოგთა შეფასებები.

შეგახსენებთ, რომ წამყვანობისა და მენტორობის მსურველები გამოცდას ერთი ტესტით ჩააბარებენ, ბარიერი კი განსხვავებული იქნება. 


იხილეთ ასევე: „ეს დისკრიმინაციაა“ - მასწავლებლები საგამოცდო დროის გაზრდასა და ბარიერის დაწევას ითხოვენ


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სკოლის ფორმებისთვის 46 მილიონ ლარამდეა საჭირო - სამინისტრო გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს

„როდესაც სკოლის ეზოში მოსწავლეების მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნს ვისმენ და ვხედავ მათ ანთებულ თვალებს, ვხვდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია...“

ეს ცოდნა მნიშვნელოვანია იმისთვის რომ თავი ამ ქვეყნის მკვიდრ შვილებად იგრძნონ

თბილისის ბაღში 2 წლის ბავშვს ძიძა სცემდა - „ბოლომდე ვერ ვუყურე, როგორ ცემს ჩემს შვილს! როგორ ტირის და არავინ შველის!“

ტესტის ფორმატსა და შეფასების კრიტერიუმებზე აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ - უცხოური ენის გამოცდასთან დაკავშირებით შეხვედრა ჩატარდება

პიროვნება

„როდესაც სკოლის ეზოში მოსწავლეების მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნს ვისმენ და ვხედავ მათ ანთებულ თვალებს, ვხვდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია...“

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

სკოლები
მოსწავლეებმა დიდი ინტერესითა და მონდომებით წარმოაჩინეს წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა

„როდესაც სკოლის ეზოში მოსწავლეების მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნს ვისმენ და ვხედავ მათ ანთებულ თვალებს, ვხვდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია...“

„ჩვენი სკოლის მთავარი მიზანი ყოველთვის იყო არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიცემა, არამედ მოსწავლეებში პრაქტიკული უნარების განვითარება“...

ეს წელი იყო სავსე სწავლით, მეგობრობით, სიხარულით და უამრავი ლამაზი მოგონებით

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება