სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ყველა ინფორმაცია სპორტის საგანზე გასვლის მსურველებისთვის
21-05-2022
-
+


მასწავლებლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სპორტის საგანში გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად მინიმუმ 43 ქულის მოპოვება მოუწევთ. ტესტი ჯამში 70 ქულიანია და გამოცა კი 2 საათიდა 30 წუთი გრძელდება. გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას იმ საგნის (სპორტის) შესახებ, რომელზეც წელს 2000-მდე აპლიკანტია დარეგისტრირებული.

იხილეთ, ფიზიკური აღზრდა და სპორტის პროგრამა 

შეფასებისა დ აგამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგნის გამოცდაზე ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ტესტით შემოწმდება:

1. ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი მოთხოვნების ცოდნა;

2. საგნის სწავლებისათვის აუცილებელი მასალის ცოდნა;
3. პროფესიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების უნარი;
3. გაკვეთილის დაგეგმვისა და წარმართვის უნარი;
4. შეფასების სხვადასხვა მეთოდის გამოყენება სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად;
5. ინკლუზიური სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვის უნარი;
6. სპორტული ტერმინოლოგიის ცოდნის, ადეკვატურად გაგება და გამოყენების უნარი.

აქვე გთავაზობთ, სპორტის საგანზე დარეგისტრირებული აპლიკანტების მიერ დასმულ შეკითხვებს, რომლებსაც გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი პასუხობს. 

- ვარ მაძიებელი, მაინტერესებს, სპორტის გამოცდის გარდა, არის ჩასაბარებელი ნორმატივები?
არა, თქვენ არ აბარებთ ნორმატივებს. აბარებთ მხოლოდ საგნობრივი კომპეტენციის დასადასტურებელ ტესტს.
 
- სპორტის საგამოცდო ტესტში, ჭეშმარიტია-მცდარიას დავალებაში,  ის, რაც მცდარია, ჭეშმარიტით უნდა ჩავანაცვლოთ? რამდენქულიანია ასეთი დავალება და რას მივაქციოთ შესრულებისას ყურადღება?

- ჭეშმარიტია- მცდარიას დავალებაში,  თუ დებულება ჭეშმარიტია, ჭეშმარიტის შესაბამისი უჯრა უნდა მონიშნოთ X ნიშნით. ასეთ შემთხვევაში კომენტარის გაკეთება არ მოგეთხოვებათ. თითოეული სწორად მონიშნული ჭეშმარიტი ფორმულირება ფასდება 2 ქულით. თუ ფორმულირება მცდარია, მცდარის შესაბამისი უჯრა უნდა მონიშნოთ X ნიშნით და საგანგებოდ გამოყოფილ არეზე ჩაწეროთ სწორი ფორმულირება.

თუ სწორად მონიშნავთ მცდარის უჯრას, მაგრამ მართებულ  ფორმულირებას არ ჩაწერთ, დავალება შეფასდება 1 ქულით; ხოლო თუ  სწორად მონიშნავთ მცდარის უჯრას და მართებულ  ფორმულირებასაც   ჩაწერთ, დავალება შეფასდება 2 ქულით. თუ  უჯრა არ არის მონიშნული სწორად, დავალება  ფასდება 0 ქულით.

თავი აარიდეთ მოცემული დებულების შებრუნებული ფორმით ჩაწერას. თუ დებულება პოზიტიური ფორმითაა ჩაწერილი (მაგ., ბურთის ტარება ტერფის შემაღლების შიდა ნაწილით, მიმართულებისა და სიჩქარის უცვლელად, მოძრავ პარტნიორებს შორის), მას უარყოფითი ფორმის წინადადებად ნუ გადააქცევთ (მაგ., ბურთის ტარება ტერფის შემაღლების შიდა ნაწილით, მიმართულებისა და სიჩქარის უცვლელად, მოძრავ პარტნიორებს შორის არ არის სწორი).  ასეთი პასუხი სწორ პასუხად არ მიიჩნევა.
 
რა უნდა გავითვალისწინოთ სპორტის შესაბამისობის დავალებაში?

- დავალებაში შესაბამისობის დადგენაზე  მოცემულია ჩამონათვალის ორი სვეტი. უნდა დადგინდეს წარმოდგენილ მოცემულობათა შორის არსებული შესაბამისობა. აპლიკანტმა ერთმანეთს უნდა შეუსაბამოს A სვეტში წარმოდგენილი რამდენიმე პირობა (მაგ., ფიზიკური ვარჯიშები, განმარტებები, სათამაშო/სავარჯიში გარემო; მეთოდები, ფიზიკური თვისებები, ინტელექტის სახეები და ა. შ.) მეორე B სვეტში წარმოდგენილ სავარაუდო პასუხებს. ერთ მოცემულობას ჩამონათვალის ერთი სვეტიდან მხოლოდ ერთი მოცემულობა შეესაბამება ჩამონათვალის მეორე სვეტში. კარგად გაიაზრეთ A ველის მოცემულობები და  ყურადღებით წაიკითხეთ ან დააკვირდით B სვეტში წარმოდგენილ მოცემულობებს. პირველ რიგში მონიშნეთ ის შესაბამისობა, რომლის სისწორეშიც დარწმუნებული ხართ. საბოლოოდ სწორი პასუხი უნდა ჩაიწეროს პასუხებისათვის განკუთვნილ ცხრილში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

2-კვირიანი ვადა უმაღლესებისთვის - ცვლილება მინისტრის ბრძანებაში

მთავარი აკრძალვა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - მინისტრის ბრძანება

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ ჩასატარებლად განაცხადების მიღება დაიწყო

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებს 112-სგან საჩუქრად გადაეცათ ბროშურები

„მოსწავლეებმა ხელნაკეთი ნივთების კონკურსში საკუთარი ნიჭი, ფანტაზია და შრომისმოყვარეობა წარმოაჩინეს“

„ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეების აქტიურობით, შემოქმედებითი იდეებითა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით“

მოსწავლეებმა მოამზადეს რეზენტაციები ალკოჰოლის, თამბაქოსა და ნარკოტიკული ნივთიერებების მავნე ზემოქმედების შესახებ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება