| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

როინ მიროტაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მორძგვეთის საჯარო სკოლის მე-2 კლასში, მასწავლებელმა, ლალი გაფრინდაშვილმა მუსიკაში საინტერესო და შემოქმედებითი გაკვეთილი ჩაატარა.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს კომპლექსური დავალების - „ბუნებრივი მოვლენები მუსიკაში“ პროდუქტი - პოსტერები.
ლამაზად გაფორმებულ საკლასო ოთახში დაფაზე გამოკრული იყო ბუნებრივი მოვლენების აღმნიშვნელი ნახატები და ფოტოსურათები: მზე, ღრუბელი, წვიმა, ქარი, ზღვის ტალღები, ჭექა-ქუხილი.
მოსწავლეებმა აღწერეს ბუნებრივი მოვლენები, ახსნეს რის მიხედვით შეურჩიეს სურათებს ხმის ეფექტები, სიმბოლოები, მუსიკალური ფრაგმენტები, განიხილეს და იმსჯელეს ბუნებრივი მოვლენებისა და მუსიკალური ფრაგმენტების საერთო მახასიათებლებზე.
გაკვეთილის ბოლოს ბავშვებმა შეასრულეს მ. ბერძენიშვილის სიმღერა - „შხაპუნა“.
„მადლობა ლალი მასწავლებელს და ჩვენს პატარა აღსაზრდელებს - ბარბარე კაპანაძეს და გურამ მიროტაძეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ