სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

წერილში სახელისა და გვარის გამოყენება დაშვებულია, მხოლოდ მაშინ თუ... „ნაეკი“ აპლიკანტებს აფრთხილებს
12-05-2022
-
+


მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდები სავარაუდოდ ივლისში დაიწყება. მანამდე კი მასწავლებლებიცა და მასწავლებობის მსურველებიც აქტიურად ემზადებიან საგამოცდო ტესტებისთვის. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინიცტიავით გამართულ შეხვედრებში კი საგნის ექსპერტები დეტალურ ინფორმაციას აწვდიან აპლიკანტებს იმის შესახებ, თუ რა უნდა გაითვალისწინონ, ამა თუ იმ საგნის კონკრეტულ დავალებებში.  ამჯერად, უცხოუნი ენის საგამოცდო ტექსტების შესახებ გთავაზობთ ინფორმაციას:

უცხოური ენის ლაპარაკის დავალებაში რას ექცევა ყურადღება?

ყურადღება ექცევა იმას, თუ რამდენად სწორად იყენებთ გრამატიკას და ლექსიკას, რამდენად კარგად პასუხობთ მოცემულ დავალებას, როგორი გამოთქმა გაქვთ, ასევე თუ ეტევით მოცემულ დროში. შეფასების პროცესში გამსწორებლები სარგებლობენ სპეციალური შეფასების სქემით, რომელიც სწორედ ამ კრიტერიუმებით აფასებს მასწავლებლის ან მომავალი მასწავლებლის ლაპარაკის უნარს. გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ რეკომენდაციებს და შეფასების კრიტერიუმებს ტესტის ყველა ნაწილისთვის ჩვენ მიერ მომზადებულ კრებულში, რომელიც ჩვენს ვებგვერდზე დევს.

შეიძლება თუ არა, რომ მოსმენის დავალების შესრულების დროს ფურცელზე მოვინიშნოთ გარკვეული დეტალები?

დიახ, შეიძლება. ფურცლებს ადგილზე დაგირიგებენ. გაითვალისწინეთ, რომ დავალებებს ისმენთ ორჯერ, ასე რომ, უმჯობესიცაა, რომ პირველი მოსმენისას პასუხები დაწეროთ შავ ფურცელზე და მხოლოდ მეორე მოსმენის დროს გაკეთებული ჩასწორებების შემდეგ გადაიტანოთ პასუხები პასუხების ფურცელზე. ასევე გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია მოსმენის პროცესში ეკრანზე  გამოტანილ დავალებებს მიადევნოთ თვალი, ანუ დავალებები შეასრულოთ მოსმენისას და არა მოსმენის დამთავრების შემდეგ, მეხსიერებაზე დაყრდნობით.

თუ გვაქვს უცხოური ენის გამოცდაზე წერილი დასაწერი და მიმართვა - მაგ., MMr. Abashidze - პირდაპირ წერილის წერა დავიწყოთ? ხომ არ ჩაგვეთვლება მსგავსი მიმართვა ნაშრომის მონიშვნად?

ჯობია იყოს ადრესატის სახელიც. ამ სახელის ხსენებაზე ქულა არ დაგაკლდებათ, რადგან ეს გვარი თავად ტესტშია მოცემული ჩვენ მიერ. ყველა სხვა შემთხვევაში, გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ სახელს და გვარს ნურც თქვენსას, ნურც სხვისას, ნურც ქართულს და ნურც უცხოურს. ეს შეიძლება მინიშნებად ჩაგეთვალოთ და დავალება ამის გამო არ შეფასდეს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება