სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N16 საჯარო სკოლაში სახელმწიფო ენის კათედრამ მოსწავლეებს მრავალფეროვანი საგანმანათლებლო აქტივობები შესთავაზა
13-05-2022
-
+


დავით სარაჯიშვილის სახელობის თბილისის N16 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ. პედაგოგები მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას უდიდეს ყურადღებას უთმობენ. 

რა თქმა უნდა, პედაგოგთა და მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დედაენის დღე. 14 აპრილთან დაკავშირებით, სკოლის სახელმწიფო ენის კათედრამ დაგეგმა, ორგანიზება გაუკეთა და განახორციელა სხვადასხვა ტიპის აქტივობები:

„არა ბარბარიზმებს“ - აქტივობის მიზანი იყო სწორად მეტყველების პოპულარიზაცია; მოსწავლეებმა დამოუკიდებლად მოიძიეს და გამოავლინეს დამკვიდრებული ბარბარიზმების ქართული შესატყვისები (II კლასები);

მოსწავლეებმა შექმნეს თემატური პრეზენტაციები და წარადგინეს სასკოლო საზოგადოების წინაშე - აქტივობა მიზნად ისახავდა სახელმწიფო ენის მნიშვნელობის გააზრებასა და გაცნობიერებას. ინდივიდუალურად წაიკითხეს ქართველი პოეტების ლექსები, პერიფრაზი გაუკეთეს „ვეფხისტყაოსნის“ სტროფებს და საკუთარი ინტერპრეტაციით შექმნილი ილუსტრაციების ფონზე გააცოცხლეს პერსონაჟები (V, VI, VII, VIII კლასები);

კომპლექსური დავალების წარდგენა/გასიტყვება /პოსტერის შექმნა - მოსწავლეთა ჯგუფებმა საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე შექმნეს პოსტერები (მოიძიეს, დაამუშავეს, გაფილტრეს ინფორმაცია და შექმნეს საპრეზენტაციო მასალა) და წარმოადგინეს სასკოლო საზოგადოების წინაშე (VI კლასი);

მსგავსი აქტივობების ერთობლიობა ხელს უწყობს მოსწავლეებს აღიქვან ეროვნული ღირებულებები, ამასთან განუვითარდეთ ისეთი კომპეტენციები, როგორიცაა კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, წიგნიერება/ციფრული წიგნიერება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება