სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლებისთვის კანონში ცვლილება შევიდა
11-05-2022
-
+


მასწავლებლის მომზადება და პროფესიაში შესვლა მარტივდება - პირებს, ვინც მასწავლებლის მომზადების უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას გაივლის, რომელიც 60 კრედიტს მოიცავს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კონკრეტული საგნის ან საგანთა ჯგუფის სწავლების უფლება ექნებათ - უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილება საქართველოს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა.

პროექტი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა წარადგინა.

კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად, ბაკალავრის საფეხურის სტუდენტს შესაძლებლობა მიეცემა, სწავლის განმავლობაში აირჩიოს და გაიაროს მასწავლებლის მომზადების პროგრამა და სწავლის დამთავრების შემდგომ, თავისი არჩეული პროფესიის ბაკალავრის დიპლომთან ერთად, მასწავლებლად მუშაობის უფლებაც მოიპოვოს.

კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, მასწავლებლის მომზადება უფრო მცირე დროში იქნება შესაძლებელი.

ასევე, კურსდამთავრებულებს გაეზრდებათ დასაქმების მოტივაცია.

აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლების მომზადებას ე.წ სტემ საგნებში, სადაც დღეს კადრების გარკვეული დეფიციტი არსებობს.

იხილეთ ასევე:





კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება