სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„სადიაგნოსტიკო ტესტირება აუცილებელია იმისათვის, რომ გავიგოთ რა სისუსტეები გვაქვს“- მეძიბნის საჯარო სკოლის დირექტორი სერგო დუმბაძე
06-05-2022
-
+


2021-2022 სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება. პედაგოგებისთვის და განსაკუთრებით კი დირექტორებისთვის მიმდინარე წელი სიახლეებითა და ცვლილებებით იყო დატვირთული. საინტერესოა რას ფიქრობენ საქართველოს წარმატებული სკოლების დირექტორები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიც არის ჰიბრიდული სწავლება, სადიაგნოსტიკო ტესტირება და ა.შ.

ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე აზრის გასაგებად etaloni.ge ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მეძიბნის საჯარო სკოლის დირექტორს, სერგო დუმბაძეს დაუკავშირდა.

- სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, როგორ შეაფასებდით განვლილ პერიოდს ?

- სასწავლო წელი პანდემიის გამო ხარვეზებით მიმდინარეობდა, მაგრამ გასულ სასწავლო წელზე უკეთესი იყო.

- როგორ ფიქრობთ, უნდა დარჩეს თუ არა სწავლის ჰიბრიდული მოდელი მომავალშიც?

- ჰიბრიდულ მოდელს მაინცა და მაინც დიდი შედეგები არ მოაქვს.

- როგორ აფასებთ სადიაგნოსტიკო ტესტირების ჩატარებას და ხედავთ თუ არა მის საჭიროებას?

- სადიაგნოსტიკო ტესტირება ყოველთვის აუცილებელია იმისათვის, რომ გავიგოთ რა სისუსტეები გვაქვს და რა გვჭირდება მათ გამოსასწორებლად.

- თქვენი პირადი შეხედულებით, რას შეცვლიდით სკოლასა თუ სასწავლო პროცესში ?

- სკოლებში აუცილებელია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. სკოლების ინტერნეტიზაცია და კომპიუტერიზაცია.

- ბოლო პერიოდში, განათლების სისტემაში დანერგილ რომელ სიახლეს იწონებთ ყველაზე მატად და რატომ?

- ჯერჯერობით მნიშვნელოვანი სიახლეები არ ჩანს.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება