სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N102 სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა დედაენის დღის აღსანიშნავად კვირეული მოაწყო
27-04-2022
-
+


თბილისის N102 საჯარო სკოლაში სასკოლო პროექტის ფარგლებში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა თამარ ფაჯიშვილმა დედაენის დღის აღსანიშნავად კვირეული - დედა ენის დღე, განახორციელა. 

კვირეულის სამიზნე ჯგუფი IXა და XIა კლასების მოსწავლეები იყვნენ.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ საბჭოთა კავშირის ხელისუფლების 1978 წლის გადაწყვეტილებას მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ, საქართველოს მოსახლეობის რექციას და მთავრობის მიერ გადაწყვეტილების შეცვლას; ნახეს სატელევიზიო სიუჟეტი; მოისმინეს და წაიკითხეს კონსტანინე გამსახურდიას მიერ წაკითხული ლირიული ინტერმეცო, ნაწყვეტი რომანიდან „მთვარის მოტაცება“. 

გარდა ამისა, მოსწავლეები კონსტანტინე გამსახურდიას შესახებ ნოდარ დუმბაძის წერილსაც გაეცნენ.

კვირეული სხვადასხვა საინტერესო აქტივობით იყო დატვირთული. მოსწავლეებმა იოანე ზოსიმეს შესახებაც ისაუბრეს და „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“ წაიკითხეს. დააკონსპექტეს და კლასს წარუდგინეს ზვიად გამსახურდიას წერილი - ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი. მოისმინეს ელენე მაჭავარიანის სატელევიზიო სიუჟეტი ქართული ანბანის განვითარების შესახებ. 

სამივე საფეხურის მოსწავლეებმა მოიძიეს და კლასში წაიკითხეს ლექსები დედაენაზე. 

კვირეული მართლაც, საინტერესო და ნაყოფიერი იყო, მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები და ცოდნა კიდევ უფრო გაიმყარეს. ისინი აქტივობებში უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

პიროვნება
სკოლები

სკოლაში ამაყობენ მოსწავლეთა წარმატებით და მათ ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

ღონისძიება სასკოლო საზოგადოების აქტიური ჩართულობით წარიმართა

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება