| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ახლოვდება. Etaloni.ge გთავაზობთ რამდენიმე თემატურ ლექსს, რომელიც ბავშვებმა უნდა იცოდნენ:
აღდგომა
სააღდგომოდ სოფლის კვერცხებს
წითლად ღებავს ბებია.
აპრიალებს ზეთით დედა
უფ! რა ლამაზებია!
გაზქურაში პასკა ცხვება,
თეფშზე ღვივის ჯეჯილი,
ბზის სურნელი ათბობს ჰაერს
ისმის ჩიტის ჭიკჭიკი.
მგალობელთა გუნდი გალობს
მამა ანთებს სანთლებს.
სასწაულის მოლოდინში
პაპა ყვება ზღაპრებს.
ცქმუტავენ და შესცქერიან
პატარები ბებიას,
რა მოითმენს აღდგომამდე
ჯერ ხომ პარასკევია?!
ხის კვერცხი აქვს დამალული
ეშმაკუნა ლუკას
და აღდგომის მოლოდინში
იღიმება ჩუმად.
მაკა კვაჭაძე
აღდგომა ტყეში
ეს რა ვნახე მეგობრებო,
მოგიყვებით ყველას,
შევესწარი რომ ღებავდა
წითლად კვერცხებს მელა.
არ იკითხავთ ეს როგორო?
ან ვინ მისცა კვერცხი,
თურმე ქათმებთან მეგობრობს,
ვიფიქრებდი ვერც კი
სააღდგომოდ ემზადება,
კვერცხიც აქვს და პასკაც,
ფიქრობს ყველა დაპატიჟოს,
თავს მოუყრის ას კაცს........
წითელ კვერცხებს აჭიდებენ,
რა ტკბილია პასკა,
მერე ერთხმად იძახიან
ქრისტე აღსდგა! აღსდგა!
მანანა ქურდაძე
....
აღდგომა დღეს კუვუკლიის თავზე გარდამოვიდა ცეცხლი,
რწმენამ სანთლებზე ანთო ნაწყალობევი ზეცის.
ყოველი სიტყვა ახდა, ის რაც წერილში თქმულა,
ჯვარცმული იესო ქრისტე „აღსდგა, ვითარცა თქუა“.
მაკა გელაშვილი
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება
„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება