სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

მშობლის ფრაზები, რომლებიც პირველკლასელებს სკოლასთან ადაპტაციაში დაეხმარება
12-03-2018
-
+


სკოლისა და სწავლის სიყვარულზე დიდ გავლენას ის პირველი ნაბიჯები და სიტყვები ახდენს, რომლებსაც ბავშვები მშობლებთან ერთად სკოლისაკენ მიმავალ გზაზე გადიან.
 
მშობლებო, გთავაზობთ ფრაზებს, რომლებიც თქვენს შვილებს სკოლასთან ადაპტაციაში დაეხმარება:

  • შენ გაქვს შეცდომის უფლება
უთხარით, რომ შეიძლება არასწორად გასცეს პასუხი გაკვეთილზე დასმულ კითხვას, მაგრამ ეს შემეცნების პროცესია, სადაც შეცდომებზე სწავლობენ. 
 
  • შენი ნიჭიერება გაღვივდება 
ბავშვებს ჯანსაღი თვითშეფასება და სწავლის სურვილი უყალიბდებათ, როდესაც რაღაც კარგად გამოსდით და საკუთარ შესაძლებლობებს გრძნობენ.

  • სხვების დახმარებას შეძლებ და ისინიც გვერდით დაგიდგებიან შენ
ამ გზით მოსწავლე უკეთ აცნობიერებს რომ კლასის ნაწილია.

  • შენ ახალი მიღწევები გელოდება
მნიშვნელოვანია, ბავშვმა მშობლისგან მოისმინოს, რომ მთავარი საზომი ნიშანი არ არის, რომ უფრო ღირებული მისი გონებრივი თუ ფიზიკური განვითარებაა - მიღწევები სასკოლო კომუნიკაციაში, ხატვასა და სპორტში.

  • გაიცნობ ხალხს და ახალ მეგობრებს გაიჩენ
თუ თქვენს შვილს კომუნიკაცია უძნელდება, ურთიერთობების დადებითი მხარეები დაანახეთ, უთხარით, რომ ახალ სამეგობროს დადებითი ემოციების გაღვივება შეუძლია. ეტაპობრივად,  იმედგაცრუებისა და წყენისთვისაც შეამზადეთ.

  • ეს შენი პირველი ნაბიჯია ზრდასრულ სამყაროში
ბავშვისთვის მნიშვნელოვანია, თავს დიდად გრძნობდეს. უთხარით, რომ სკოლა საჭირო ეტაპია უფროსთა სამყაროში მოსახვედრად.                       

  • გაიგებ, ვინ გახდები მომავალში
აუხსენით პირველკლასელს, რომ სწავლის პროცესში ბევრ ნიჭსა და ინტერესს აღმოაჩენს საკუთარ თავში, რაც სამომავლო პროფესიის არჩევაში დაეხმარება.

  •  ბევრ საინტერესო ადგილს ნახავ და დაუვიწყარ ისტორიებს მოისმენ
ბავშვები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან და დიდი ემოციებით ელიან საინტერესო ექსკურსიებს, თავგადასავლებსა და ახალ ისტორიებს. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება