სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი წლიდან-წლამდე იზრდება
14-04-2022
-
+


მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა, მათი საჭიროებების დასაკმაყოფლებლად, არასაკმარისი მიზნობრივი სახელმწიფო სერვისები და ამ სერვისების არაეფექტიანობა -  აღნიშნულია სახალხო დამცველის 2021 წლის ანგარიშში.

კვლავ მზარდია ბავშვთა სიღარიბის რაოდენობრივი მაჩვენებელი. წინა წელთან შედარებით, 28%-ით გაიზარდა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ჩარიცხული იმ ოჯახების რაოდენობა, სადაც ერთი არასრუწლოვანი მაინც ცხოვრობს. პროგარამაში ჩართული არასრულწლოვნების რაოდენობამ კი 235252 შეადგინა. ხოლო, 2021 წლის ივნისის მდგომარეობით, პანდემიით გამოწვეული ზიანის შემსუბუქების მიზნით, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე 31 809 ბავშვიან ოჯახს ჩაერიცხა კომპენსაცია, რომელთაგან 28 016 მრავალშვილიანი იყო.

წლიდან-წლამდე ბავშვთა სიღარიბის მზარდი ტენდენციის მიუხედავად, სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ შეუმუშავებია მისი შემცირების ეფექტიანი მექანიზმი. ამ მიმართებულით, მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტების ვალდებულება, ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის მიზნობრივი პროგრამების შესამუშავებლად და აღსასრულებლად განსაზღვრონ შესაბამისი სამსახური თუმცა, ამჟამინდელი მდგომარეობით, ეს სამსახურები ყველა მუნიციპალიტეტში სრულად არ არის დაკომპლექტებული
მინიმალური რაოდენობის კვალიფიციური კადრით, არ არის გამოკვეთილი პრიორიტეტული მიმართულებები და სპეციალისტების ფუნქცია-მოვალეობები ნათლად არ არის გამიჯნული სხვა უწყებების ვალდებულებისგან.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება