სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის მომზადების ორი პროგრამა სრულად ვერ ფარავს ყველა მიმართულებას - გიორგი ამილახვარი
14-04-2022
-
+


პარლამენტმა, 87 ხმით, ერთხმად, პირველი მოსმენით მიიღო „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება, რომელიც მასწავლებლების მომზადების პროგრამას უკავშირდება.

კანონპროექტით, ახლებურად განიმარტება ტერმინი - მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.

ასევე, საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში, პირს შეეძლება გაიარის მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა, რომლის დასრულების შემდეგაც შეეძლება მასწავლებლად მუშაობის დაწყება, უფროსი მასწავლებლის სტატუსით.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, დღეს არსებული მასწავლებლის მომზადების ორი პროგრამა, სამწუხაროდ, სრულად არ და ვერ ფარავს ყველა მიმართულებას და აქედან გამომდინარე, არსებული პრობლემის მოსაგვარებლად შემუშავდა კანონპროექტი. რომლის მიხედვითაც, მასწავლებლის პროფესიაში შემსვლელთა მცირე რაოდენობისა და რიგ სფეროებში მასწავლებელთა ნაკლებობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია შემოღებულ იქნეს დამატებითი ინსტრუმენტი, რათა შესაძლებელი იყოს ბაკალავრიატის პროგრამის ფარგლებშიმასწავლებლების მომზადება. აღნიშნული მიდგომის მთავარი დადებითი მხარეა მასწავლებლების მომზადება უფრო მცირე დროში, ვიდრე დღეს არის შესაძლებელი. ასევე, საგნის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულს ეზრდება დასაქმების არეალი. თუ პირი გადაწყვეტს მასწავლებლობას, მას აღარ მოუწევს დამატებითი პროგრამის გავლა

მისი თქმით, ცვლილების მიღების შემდეგ სისტემა იქნება უფრო ეფექტური და ის ხელს შეუწყობს ახალი მასწავლებლების შესვლას სისტემაში. კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: გიორგი ამილახვარი, თამარ ტალიაშვილი, მაია მენაღარიშვილი, მარიამ ლაშხი, ხათუნა კვიციანი, ვლადიმერ კახაძე და ბექა დავითულიანი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება