სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჰერეთისკარის საჯარო სკოლას ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა აქვს
11-04-2022
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლას ახალი შენობა აქვს. 

ახალი შენობა თანამედროვე სტანდარტებისაა, ის 150 მოსწავლეზეა გათვლილი და სრულადაა ადაპტირებული შშმ პირების საჭიროებებზე. მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები, ეზოს ტერიტორია, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.

სკოლა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპლაური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ააშენა, მისი ღირებულება 2.5 მილიონი ლარია.

სკოლის დირექტორი მარინა ნანდოშვილი-წიქარიშვილი ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სკოლის აშენებაში წვლილი შეიტანა, მადლობას უხდის. მან, ასევე სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს წარმატებული სწავლის პროცესი უსურვა.

„მადლობა  მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ამ ძალიან მნიშვნელოვანი და საშვილიშვილო პროექტის განხორციელებაში“,- ამბობს სკოლის დირექტორი.

ახალაშენებული სკოლა ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილე გიორგი ციბაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ვალერიან გობრონიძემ, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა, პარლამენტის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება