TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თსუ ფაბ ლაბი მსოფლიო ფაბლაბების ასოციაციის წევრი გახდა
27-10-2016
-
+


ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია და ბიზნეს ინკუბატორმა ფაბ-ლაბების მსოფლიო ასოციაციაში გასაწევრიანებლად ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა და ლაბორატორიების მსოფლიო რუკაზე გამოჩნდა.

Fab Lab-ების მსოფლიო ქსელის წევრობა უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში განთავსებულ ლაბორატორიას საშუალებას აძლევს აქტიური კომუნიკაცია დაამყაროს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მდებარე Fab Lab-ებთან, მიიღოს და გაავრცელოს ინოვაციების დარგში არსებული ცოდნა და გამოცდილება. უნივერსიტეტის Fab Lab-ს უკვე აქვს აქტიური კომუნიკაცია დასავლეთ ევროპის სხვადასხვა ქალაქში არსებულ სხვა Fab Lab-ებთან.

Fabrication Laboratory (FabLab) - ეს არის სრულიად ინოვაციური დაწესებულება ქართულ რეალობაში. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში ინოვაციური ბიზნეს იდეებისა და პროექტების განხორციელებას. 

სამრეწველო ლაბორატორია, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის მერიის მხარდაჭერით მიმდინარე წლის დასაწყისში გაიხსნა, თსუ-ის სტუდენტებსა და ყველა სხვა დაინტერესებულ მოქალაქეს საშუალებას აძლევს ჩამოაყალიბონ და განახორციელონ საკუთარი ბიზნეს იდეები, შექმნან სასურველი პროდუქციის პროტოტიპები და პირველი ნაბიჯები გადადგან საკუთარი Start-Up ბიზნესის დასაწყებად.

Fab Lab TSU - სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ სერვისს, რომელიც მოიცავს ბიზნეს ანალიტიკოსებთან კონსულტაციებს, შეხვედრების დაგეგმვას პოტენციურ ინვესტორებთან, მუშაობას გრაფიკოსებთან და სპეციალურ ტექნიკურ პერსონალთან. 

Fab Lab TSU-ში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ წარმოადგინონ, ან ადგილზე შეიმუშავონ სასურველი პროდუქციის ნახაზები. შემდეგ კი უნიკალური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე აპარატურის გამოყენებით უსასყიდლოდ შექმნან პროდუქტის პროტოტიპები.

თსუ-ის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (Fab Lab) აღჭურვილია ისეთი დანადგარებით, როგორებიცაა უახლესი 3D პრინტერი, 3D სკანერი, თანამედროვე ლაზერული მჭრელი, პროგრამირებადი ჩარხი (CNC),  და ა.შ. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება