| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პროგრამების წაშლის, არჩევისა და ცვლის საშუალება აბიტურიენტებს კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში აქვთ. ეს პროცესი აგვისტოს თვეში, აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღეს შეწყდება.
რეგისტრაციისას მითითებულ ნომერზე თუ თქვენ მიიღეთ სისტემაში შესასვლელი ხუთნიშნა კოდი, რეგისტრაცია წარმატებით გაქვთ გავლილი. არ გაანდოთ სხვას კოდი, მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი სარეგისტრაციო გვერდზე შეტანილ ცვლილებებზე.
პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა. საგამოცდო ბარათზე მითითებულია: ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. ბარათის ამობეჭდვა სარეგისტრაციო გვერდიდან შესაძლებელი იქნება ივნისის მეორე ნახევრიდან.
სპეციალური პირობების შექმნასთან დაკავშირებით პასუხები გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე გამოცდების დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე.
აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრებში ნაწილდებიან შემთხვევითობის პრინციპით, ელექტრონული სისტემა ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის გარეშე ანაწილებს მათ იმ ქალაქის საგამოცდო ცენტრებში, რომლებიც გამოსაცდელმა რეგისტრაციის დროს აირჩია.
ყველა აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს ქართული ენა და ლიტერატურა, ასევე უცხოური ენა. მესამე და მომდევნო საგნად შეუძლია აირჩიოს ნებისმიერი ამ ჩამონათვალიდან: მათემატიკა, ისტორია, ლიტერატურა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ თუ პროგრამა არ გთხოვთ (არ ბარდება) საგნის შედეგს ვერ გამოიყენებთ.
გამოცდებში მონაწილემ, რომელსაც ესაჭიროება სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნოს - „სპეციალური პირობები“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 14 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100). რეგიონებში განცხადება მიიღება საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, ასევე ელექტრონულად ფოსტაზე: gancxadebebi@naec.ge (ელექტრონულად განაცხადის გამოგზავნის დეტალური ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე).
სოციალურად დაუცველმა პირებმა ჩარიცხვის შემდეგ უნდა მიმართონ განცხადებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სწავლის საფასურის დაფარვის თაობაზე. სოციალური პროგრამების ფარგლებში თქვენ განაცხადს განიხილავს სპეციალური კომისია სწავლის დაფინანსების თაობაზე.
მობილობას არ ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, ამ კითხვით თქვენ უნდა მიმართოთ სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.
ერთიანი ეროვნული გამოცდები ყოველ წელს ივლისის პირველ ნახევარში იწყება და დაახლოებით ერთი თვე გრძელდება. დეტალური განრიგი რეგისტრაციის დასრულების შემდეგ დგინდება და მაისის ბოლოს ქვეყნდება.
დიახ, რადგან ყველა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას განსხვავებული შიდა ტური აქვს.
თუ ეს ველი 14 აპრილის 18:00 საათამდე არ მონიშნეთ, თქვენი შიდა ტურის შედეგი არ განიხილება და შესაბამისად, ვერ ჩაირიცხებით.
იმ საგნის შედეგს, რომელიც პროგრამაზე არ ბარდება, საერთოდ ვერ გამოიყენებთ.
ზოგადი უნარების გამოცდა წელს არც ერთ საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამაზე არ ბარდება (გარდა ქართულ ენაში მომზადების პროგრამისა).
გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება ყოველ წელს ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე იწყება და აგვისტოს ბოლოს საბოლოო შედეგების გამოქვეყნებით სრულდება.
საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა
26/26 - საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან 108 წელი გავიდა
„როდესაც სკოლის ეზოში მოსწავლეების მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნს ვისმენ და ვხედავ მათ ანთებულ თვალებს, ვხვდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია...“
„როდესაც სკოლის ეზოში მოსწავლეების მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნს ვისმენ და ვხედავ მათ ანთებულ თვალებს, ვხვდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია...“
„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...
„როდესაც სკოლის ეზოში მოსწავლეების მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნს ვისმენ და ვხედავ მათ ანთებულ თვალებს, ვხვდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია...“
„ჩვენი სკოლის მთავარი მიზანი ყოველთვის იყო არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიცემა, არამედ მოსწავლეებში პრაქტიკული უნარების განვითარება“...
19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო
„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...