სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

უფროსმა და წამყვანმა მასწავლებლებმა საგნობრივი კომპეტენცია ხელახლა უნდა დაადასტურონ თუ...
21-03-2022
-
+


უფროსმა, წამყვანმა და მენტორმა მასწავლებლებმა სტატუსის მოსაპოვებლად გრძელი გზა გაიარეს.

საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება და პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარება, აქტივობები კლასში, შიდა და გარე შეფასება - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელთა შესრულებაც მასწავლებლებს კარიერული წინსვლის გამო მოუწიათ.

მოგეხსენებათ, პედაგოგებს, რომლებიც საგანში 60%-იან ბარიერს ვერ ლახავდნენ, შანსი მიეცათ, სტატუსი კრედიტებით მოეპოვებინათ. კერძოდ, მათ ეთვლებოდათ გამოცდაზე მიღებული დაბალი ქულაც, რომელიც 1,4 და 7 კრედიტის შესაბამისი იყო. დამატებით კი მათ კრედიტები სხვა სავალდებულო აქტივობებით უნდა შეევსოთ, რის შემდეგაც სტატუსს მიიღებდნენ. ამ გზით უფროსის სტატუსი ათასობით მასწავლებელმა მოიპოვა, მათი ნაწილი უფროსის სტატუსს არ დასჯერდა და წამყვანიც კი გახდა. გამოცდის ჩაბარების შემდეგ წამყვანის სტატუსის მისაღებად ძირითადი მოთხოვნები კვლევის ჩატარება, ასევე შიდა და გარე დაკვირვების წარმატებით გავლა იყო.

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში შესული ცვლილებების შემდეგ იმ უფროსმა და წამყვანმა მასწავლებლებმა, რომლებმაც საგნის გამოცდაზე 50%-ზე ნაკლები შედეგი მიიღეს ახლა კი კარიერული წინსვლა და სტატუსის ამაღლება სურთ, საგნობრივი კომპეტენცია ხელახლა უნდა დაადასტურონ.

კანონის მიხედვით, წამყვანი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს უფროს მასწავლებელს, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-ანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფროსი მასწავლებელი უფლებამოსილია განმეორებით ჩააბაროს საგნის გამოცდა წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.

იგივე მოთხოვნაა მენტორის სტატუსის მისაღებადაც:

„მენტორი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს წამყვან მასწავლებელს, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-ანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, წამყვანი მასწავლებელი უფლებამოსილია განმეორებით ჩააბაროს საგნის გამოცდა მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად“.

წამყვანობისა და მენტორობის მსურველთა გამოცდა წელს პირველად ჩატარდება და მასზე გასვლის უფლება სწორედ იმ უფროს და წამყვან პედაგოგებს ექნებათ, რომლებმაც საგნობრივი კომპეტენცია მინიმუმ 50%-იანი შედეგით დაადასტურეს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება