სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ვცდილობ სკოლაში შევქმნა ჰარმონიული გარემო“-ომალოს საჯარო სკოლის დირექტორი იზა ბორჩაშვილი
25-02-2022
-
+


რა ახარებს როგორც დირექტორს? რა არის დღევანდელობაში საჭირო? და მისი აზრით, რა არის ის უმთავრესი, რაც მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ? - etaloni.ge-ს ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოს საჯარო სკოლის დირექტორი იზა ბორჩაშვილი პასუხობს.

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .

- უფროსების და მეგობრების პატივისცემა, აღვზარდოთ განათლებული, ღირსეული და პატრიოტული სულის კვეთებით განმსჭვალული მოქალაქეები.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .

- უნდა იყოს კრიტიკულად მოაზროვნე, განათლებული და აღჭურვილი ისეთი ცოდნით და ქცევით, რომელიც შეძლებს ცხოვრებაში თავისი ადგილის დამკვიდრებას.

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . .

- ჰარმონიული და უსაფრთხო გარემო, შეძლებისდაგვარად მოსწავლეებზე და თანამშრომლებზე მორგებული.

- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . .

- სასწავლო გარემო არის უსაფრთხო, კეთილგანწყობილი, სკოლაში არ გვაქვს პრობლემები. მახარებს, რომ ყველა მასწავლებელი ცდილობს გადასცეს მოსწავლეს მაქსიმალური ცოდნა და გაითვალისწინონ მოსწავლეთა ინტერესები.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . .

- რომ, ვუმკლავდებით პანდემიას და სასწავლო პროცესს ვმართავთ საკლასო ოთახებში.

- დღევანდელობაში საჭიროა. . .

- სკოლაში სიტუაცია იყოს ყოველთვის კონტროლირებადი. სკოლას ჰქონდეს მეტი რესურსი და ტექნოლოგიები, რათა კიდევ უკეთ შევძლოთ სასწავლო პროცესის უკეთესად მართვა.

- იმედი მაქვს, რომ. . .

- პანდემია მალე დასრულდება, სკოლაში დაწესებული შეზღუდვა მოიხსნება და მოსწავლეებიც უფრო მეტად გახდებიან აქტიურები.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება