| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა ვაჟა-ფშაველას მოთხრობის - „შვლის ნუკრის ნაამბობი“ შესწავლის შემდეგ მოთხრობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს. მეექვსეკლასელებმა მოთხრობის სამწუხარო დასასრულის შეცვლა მოინდომეს.
მოსწავლეებმა ორიგინალური გაგრძელებაც მოიფიქრეს და სრულიად განსხვავებული ვერსიები წარმოადგინეს.
„მას შემდეგ, რაც VI კლასში შევისწავლეთ ვაჟა-ფშაველას მოთხრობა - „შვლის ნუკრის ნაამბობი“ მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი გაეგრძელებინათ მოთხრობა, რადგან მას სევდიანი დასასრული ჰქონდა. შედეგად კი დაწერეს VI თავი, ისე როგორც მათ სურდათ.
ძალიან განსხვავებული, ორიგინალური და კარგი გაგრძელება მოიფიქრეს, შვლის ნუკრი შეახვედრეს მშვილმკვდარ დედას, ადამიანის საქციელი სხვა კუთხით გვიჩვენეს და სხვადასხვა სრულიად განსხვავებული ვერსიები წარმოადგინეს. მოსწავლეებმა მეექვსე თავი დაასურათეს კიდეც“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება
„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება