სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

წელს, კონკურსი „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ ახალი ფორმატით ჩატარდება
26-10-2016
-
+


კონკურსი „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ 2016-2017 წელს ახალი ფორმტით ჩატარდება. 

შესარჩევ ეტაპზე რეგისტრირდებიან სტუდენტთა 3-წევრიანი გუნდები,რომლებიც ამ ეტაპის წარმატებით დაძლევის შემდეგ მომდევნო ეტაპებზე კონკრეტული მუნიციპალიტეტიდან/დასახლებიდან ირჩევენ გუნდის 3 (მინიმუმ 2) წევრს. 

გუნდის ამ წევრების შერჩევისას პრიორიტეტი ახალგაზრდებს ენიჭებათ. გუნდების დაკომპლექტების რეკომენდებული კომპოზიციაა - 3 სტუდენტი და 3 ადგილობრივი მცხოვრები (3+3).

გუნდმა შესრულებული სიმულაციური დავალება 1 ნოემბრის ჩათვლით უნდა ატვირთოს საკუთარ გვერდზე.

2016-2017 წელს გუნდებს რეგისტრაციისა და შესარჩევი ეტაპით გათვალისწინებული სიმულაციური დავალების შესრულების შესაძლებლობა 29 სექტემბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით ექნებათ ვებგვერდებზე: online.naec.ge; www.naec.gov.ge და www.mokalake.ge

კონკურსი "სტუდენტები თვითმმართველობისათვის" უკვე მესამედ ჩატარდება. პირველად, მსურველთა რეგისტრაცია 2014 წლის ოქტომბერში გამოცხადდა და მასში საქართველოს ყველა საუნივერსიტეტო ქალაქი ჩაერთო. საბოლოოდ 10 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა.

წარმატებული გუნდებისათვის ორგანიზაცია "მოქალაქე" სასწავლო ტურს აწყობს განვითარებული თვითმმართველობის მქონე რომელიმე ევროპულ ქვეყანაში.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა - მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

2026 წლის მასწავლებელთა გამოცდაზაზე გამოყენებული ყველა ტესტი

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

კლასის დამრიგებლმა გერმინე ტონაკანიანმა მოსწავლეთა მოტივაციაზე იზრუნა

 

 

ღონისძიება, სასწავლო-შემეცნებითი, საზეიმო და შემოქმედებითი ნომრებით წარიმართა

თითოეულმა მოსწავლემ საკუთარი ასო-ბგერა გააფერადა, დაამუშავა ფოთლები, პეპლები, ყვავილები და ხის რტოები

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილები ყოველთვის მიმდინარეობს სწავლის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისად

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება