სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ვცდილობ სკოლაში შევქმნა უსაფრთხო და მოწესრიგებული სასწავლო გარემო“- მაგული სივსივაძე, ქორეთის საჯარო სკოლის დირექტორი
18-02-2022
-
+


რა ახარებს როგორც დირექტორს? რა არის დღევანდელობაში საჭირო? და მისი აზრით, რა არის ის უმთავრესი, რაც მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ? - etaloni.ge-ს ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის საჯარო სკოლ​ის დირექტორი მაგული სივსივაძე პასუხობს.

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით . . .

- განავითაროს საკუთარი თავი, იყოს მუდმივ ძიებაში, აღიჭურვოს მრავალმხრივი უნარებით, თავი იგრძნოს 21-ე საუკუნის სრულფასოვან ადამიანად.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე . . .

- არის ის ადამიანი, რომელსაც გათავისებული აქვს სამოქალაქო და პიროვნული ღირებულებები, შეუძლია პატივი სცეს ადამიანის ღირსებას და მუდმივად ზრუნავს მრავალმხრივ განვითარებაზე.

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა . . .

- უსაფრთხო და მოწესრიგებული სასწავლო გარემო, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, უზრუნველყოფილი მრავალმხრივი რესურსებით.

- როგორც დირექტორს, მახარებს . . .

- რომ სკოლის ყველა კურსდამთავრებული არჩევანს აკეთებს მომავალი განათლებისა და შრომითი საქმიანობისათვის, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის . . .

- რაც შეიძლება ხელი შევუწყოთ ბავშვების სოციალური უნარების განვითარებას, რაც დაეხმარება მათ თანატოლებთან, უფროსებთან პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბებაში და წარმატების მიღწევაში.

- დღევანდელობაში საჭიროა . . .

- ჯანსაღი ადამიანური ურთიერთობები, ნდობა, აღიარება, ურთიერთპატივისცემა, გუნდური მუშაობა და ამ პროცესით ერთმანეთის გაძლიერება .

- იმედი მაქვს, რომ . . .

- ყველა პრობლემა, რაც დღევანდელ მსოფლიოს თავს დაატყდა პანდემიის სახით დასრულდება. ჩვენი მოსწავლეები ხალისით დაუბრუნდებიან სკოლას და გაგვახარებენ თავიანთი ახალ- ახალი წარმატებებით.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება