სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

რატომ არიან მასწავლებლები ყოველთვის დაღლილები - კვლევის შედეგი და რჩევები
28-06-2022
-
+


ბევრი ადამიანი მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორების შრომას სათანადოდ არ აფასებს. ისინი ვერ ხედავან იმ ენერგიას, რასაც სკოლის თანამშორომლები თავიანთ საქმიანობაში დებენ. ასეთი საზოგადოება მასწავლებლებისგან ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ყოფნას, ენერგიულობასა და შემართებას ითხოვენ. ის კი ავიწყდებათ, რომ პედაგოგები უდიდეს შრომას სწევებ, რაც ხშირ შემთხვევაში სათანადოდ ანაზღაურებადი არაა, - ასეთია უცხოელი სპეციალისტების კვლევის შედეგები, რომლებიც პროფესიული გადაწვის პრევენციისთვის, პედაგოგებს რამდენიმე რჩევას აძლევენ. 

გასაკვირი არ არის, რომ მასწავლებლები და ყველა, ვინც საგანმანათლებლო სისტემაში მუშაობს ადრე თუ გვიან იმდენად იღლება, რომ პროფესიის მიტოვებაზეც კი ფიქრობს. საქმე უფრო მეტად პანდემიისას გართულდა, როდესაც მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრათ.

თუმცა, ამავდროულად, არსებობს გზები, რითაც გადაღლილობის თავიდან აცილება შეიძლება. მართალია, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და მათზე შეიძლება სხვადასხვა ფაქტორმა იმოქმედოს, თუმცა ზოგადი რჩევების გათვალისწინებით შესაძლებელია, რომ ის გზა მაინც იპოვოთ, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ.

არ უგულებელყოთ თქვენი ემოციები, სტრესის დონე და ჯანმრთელობა

საკუთარი თავისთვის დრო გამოყავით და თქვენს მენტალურ მდგომარეობას დააკვირდით. ამაშ შესაძლოა დღიურის წერაც კი დაგეხმაროთ. ასე საკუტარ ემოციებს ფურცელზე გადაიტანთ, რაც საშუალებას მოგცემთ, რომ უარყოფითი ენერგიისგან დაიცალოთ, თანაც საკუთარ თავს დააკვირდებით,

თქვენს კეთილდღეობაზე პასუხისმგებლობა აიღეთ

უნდა შეძლოთ და სამუშაო და პირადი ცხოვრება დააბალანსოთ. დასვენებისთვის დრო დაიტოვეთ.

ხშირად, მასწავლებლები საკუთარ თავზე წინ მოსწავლეებს აყენებენ. სინამდვილე კი ისაა, რომ თუ გსურთ თქვენი მოსწავლეები წარმატებულები იყვნენ, უპირველეს ყოვლისა, დრო საკუთარ თავს უნდა დაუთმოთ. თუ თქვენ გადაიღლებით, ეს მათ განწყობასა და სწავლის მოტივაციაზეც აისახება.

შეეგუეთ, რომ ზოგჯერ უბრალოდ „არა“ უნდა თქვათ

ზოგჯერ იმის თქმა, რომ რაღაცის გაკეთება არ შეგიძლიათ, კარგია. იქნებ თქვენ რაღაცის გაკეთებას იმიტომ ვერ ასწრებთ, რომ შეზღუდული დრო გაქვთ და სამსახურის გამო გადაიღალეთ. მნიშვნელოვანია, რომ უარის თქმა ისწავლოთ. საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის უარის თქმის სწავლა საკმაოდ რთული პროცესია, თუმცა არას თქმის სწავლა ზოგჯერ ჩვენ ჯანმრთელობისთვისაც აუცილებელია.

მხარდაჭერაზე უარი არ თქვათ

თუ დახმარება გჭირდებათ ან უბრალოდ მორალური მხარდაჭერა, მიმართეთ თქვენთვის ახლობელ ადამიანებს. დახმარების თხოვნა უხერხული არ არის, ზოგიერთ შემთხვევაში ეს თქვენი მორალური კეთილდღეობისათვის ერთადერთი გამოსავალია.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
„ჩვენს მონაწილეებს ვუსურვებთ წარმატებას, თავდაჯერებულობას და შთამბეჭდავ შედეგებს“
 
„2025-2026 სასწავლო წელი ძალიან აქტიური, პროდუქტიული და მრავლისმომცველი იყო ჩვენი სასკოლო საზოგადოებისთვის“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება