სიახლეები
პიროვნება

„ვცდილობ, მიმზიდველი იყოს ის სასწავლო გარემო, სადაც ყველას, დიდსა თუ პატარას მოუხარია“- გულიკო ფირცხალავა, დედალაურის საჯარო სკოლის დირექტორი
17-02-2022
-
+


რა ახარებს როგორც დირექტორს? რა არის დღევანდელობაში საჭირო? და მისი აზრით, რა არის ის უმთავრესი, რაც მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ? - etaloni.ge-ს ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის საჯარო სკოლის დირექტორი გულიკო ფირცხალავა პასუხობს. 

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .
- ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთსიყვარულს, ერთმანეთის მოსმენას, ერთგულებას, კაცთმოყვარეობას, მამულიშვილობას, სიკეთეს, სამშობლოს სიყვარულს, რომლის სიყვარულიც სკოლიდან იწყება, შავისა და თეთრის გარჩევას...

„ის, რასაც სკოლა გაძლევთ, სამშობლოს მომავალს ქმნის“. და მაინც უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით, მეცნიერული ცოდნაა, კარგად გვესმის, რომ ქვეყნის სიძლიერე სწორედ განათლებული და მცოდნე თაობაა.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .
- არის ის, ვისაც აქვს მაღალი ინტელექტი და სულიერება, ზნეფაქიზია, პასუხისმგებლიანი, ზრდილი და თავაზიანი, უყვარს სამშობლო, უფრთხილდება ოჯახის ღირსებას, პატივს სცემს სკოლასა და პედაგოგებს.

იდეალური მოსწავლეები ყოველთვის იყვნენ და არიან.

მახარებს, რომ სწორედ ასეთი მოსწავლეები ხდებიან საზოგადოების ღირსეული წევრები, ღირსეული მამულიშვილები, ეპოქის გმირები, წარმატებული ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ყველა სფეროში არიან დასაქმებული და აქტიურ მონაწილეობას იღებენ ქვეყნის აღმშენებლობაში.

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . .
- თითოეული მუშაკისა და მასწავლებლის საჭიროებიდან გამომდინარე ურთიერთპატივისცემის, ურთიერთთანამშრომლობის, მშვიდი, წყნარი და უსაფრთხო გარემო, რაც განაპირობებს თანამშრომლობითი კულტურის დამკვიდრებას, მასწავლებლებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარებას უნარების კიდევ უფრო განმტკიცებას. მინდა, რომ პედაგოგისთვის სკოლა არ იყოს მხოლოდ სამუშაო ადგილი, მოსწავლეებისთვის კი მხოლოდ სასწავლო პროცესი. სწორედ ამიტომ ვცდილობ, რომ ლამაზი და მიმზიდველი იყოს ის სასწავლო გარემო, სადაც ყველას, დიდსა თუ პატარას მიუხარია.

- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . .
- ჩემი ქვეყნის თითოეული ნაბიჯი, ჩვენი ახალგაზრდობის მიღწევები. მახარებს ის, რომ სკოლა საზოგადოების ყველაზე საყვარელი ადგილია, რადგან აქ მათი შვილები იზრდებიან... მახარებს ყოველი წარმატებული მოსწავლე, ბევრი უმაღლესი სტატუსის პედაგოგი, რომლებიც განაპირობებენ სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას, შეფასების ობიექტური სისტემის დანერგვას და პროფესიული განვითარების ხარისხის ამაღლებას. მახარებს მათი წარმატებები და აღიარება... ჟრიამულით ახმიანებული სკოლა...

- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . .
- მადლიერება პრაქტიკოს მასწავლებლებთან დამოკიდებულების თაობაზე, სახელფასო დანამატებთან დაკავშირებით, მოსწავლეთა უფასო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფისთვის, რომ ხელისუფლება, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო ყველაფერს აკეთებს სათანადოდ დაფასდეს პედაგოგის შრომა, ხელს უწყობს პროფესიულ დაოსტატებაში, ცდილობს შეუქმნას პედაგოგს ცხოვრებისა და მუშაობის კიდევ უფრო უკეთესი პირობები.

- დღევანდელობაში საჭიროა. . .
- მოსწავლეები განათლებას იღებდნენ მშვიდ და უსაფრთხო გარემოში, სკოლა თავისი ინფრასტრუქტურით ყველა დაწესებულებაზე უკეთესი უნდა იყოს, აღჭურვილი იყოს თანამედროვე ტექნოლოგიებით, ინტერნეტზე ხელი მიუწვდებოდეს ყველა მოსწავლეს, სკოლა დაკომპლექტებული იყოს მაღალკვალიფიციური კადრებით, რადგან როგორი იქნება ქვეყნის ხვალინდელი დღე მათზეა დამოკიდებული.

- იმედი მაქვს, რომ. . .
- ქვეყნის ხელისუფლება, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო, როგორც ყოველთვის, ახლაც ყველა პირობას შეუქმნის ქვეყნის განათლების სისტემას მოსწავლე-ახალგაზრდების წარმატების მისაღწევად.

მჯერა, რომ მზიან - ჩრდილიან ცხოვრებაში მზის ნათელი იმძლავრებს, საქართველო გაბრწყინდება და ჩვენ ასეთ საქართველოში ვიცხოვრებთ.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

პედაგოგები და აღმზრდელ-მასწავლებლები ფულად ჯილდოს მიიღებენ - მუნიციალური ბიუჯეტი

სკოლებისა და უმაღლესების ავტორიზაციის ვადებს ცვლილებები შეეხებათ? - კანონში ცვლილებების განათლების კომიტეტი განიხილავს

ვაუჩერული დაფინანსების ოდენობა გაიზარდა - ცვლილებები კანონში 

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები

სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლებას კიდევ ერთხელ ულოცავს

სასკოლო საზოგადოებას მიმართა და სასწავლო წლის დაწყება მიულოცა სკოლის დირექტორმა, ქეთევან თევდორაშვილმა
საინტერესო

ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგიერთი სკოლა შეკვეცილი ოთხდღიანი განრიგით მუშაობს

რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი ბაღისთვის მზად არ არის?

სიახლეები
საზოგადოება