სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ყველა მოსწავლეში დევს ნიჭი, მთავარია ჩვენ აღმოვაჩინოთ და მივცეთ მიმართულება“-თებრონე სულაძე, ნინიგორის საჯარო სკოლის დირექტორი
16-02-2022
-
+


რა ახარებს როგორც დირექტორს? რა არის დღევანდელობაში საჭირო? და მისი აზრით, რა არის ის უმთავრესი, რაც მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ? - etaloni.ge-ს ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის საჯარო სკოლის დირექტორი თებრონე სულაძე პასუხობს. 

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .

- სკოლისთვის უმთავრესი საზრუნავია მოსწავლემ თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე შეისწავლოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამა, შეიძინოს სოციალური უნარ-ჩვევები, ჰქონდეს საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება, შეეძლოს სხვისი აზრის პატივისცემა. სასკოლო სივრცეში აღიზარდოს ეროვნული ინტერესების, კულტურისა და ტრადიციების დამცველი, კრიტიკულად მოაზროვნე, კომუნიკაბელური, შემოქმედი, ზნეობრივად, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი პიროვნება, რომელიც შეძლებს სკოლის გარეთ ცხოვრებაში თვითრეალიზებას და იზრუნებს ქვეყნის მრავალმხრივ განვითარებაზე.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .

- რა თქმა უნდა კარგია, როცა მოსწავლემ იცის თავისი უფლებები, მოწესრიგებულია, პატივს სცემს როგორც თანატოლებს ასევე სკოლის პერსონალს, ითვისებს სკოლის პროგრამას, ბეჯითია, თუმცა ვფიქრობ ყველა მოსწავლე იდეალურია, ადამიანები ხომ ინდივიდუალურები ვართ ჩვენი ფიზიკური თუ გონებრივი შესაძლებლობებით; ყოველი მათგანი უნიკალურია, ასევე ყველა მოსწავლეში დევს ნიჭი გარკვეულ სფეროში, მთავარია ჩვენ ეს აღმოვაჩინოთ და მივცეთ მოსწავლეს მიმართულება, რათა მოახდინოს საკუთარი ნიჭის რეალიზება.

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . .

- სწავლა-სწავლებისთვის საჭირო პირობები; პოზიტიური, უსაფრთხო და მოწესრიგებული გარემო, აგრეთვე კეთილგანწყობილი და თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობები, სადაც ყველა მოსწავლე არის დაფასებული, აღიარებული და მასწავლებლებთან ერთად პასუხისმგებელია საკუთარ სწავლასა და განვითარებაზე. სადაც მასწავლებლებს სტიმული აქვთ იზრუნონ პროფესიულ განვითარებაზე, რაც საბოლოოდ მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე დადებითად აისახება.

- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . .

- სკოლა, ოჯახი, საზოგადოება ორიენტირებულია მოსწავლეზე. გულწრფელად მახარებს სკოლის მოსწავლეების და კურსდამთავრებულების წარმატებები და მიღწევები. ნინიგორის საჯარო სკოლას აღზრდილი ჰყავს ბევრი წარმატებული და გმირი ადამიანი; იმედი მაქვს, კიდევ მრავალ წარმატებულ პიროვნებას აღზრდის. მინდა ავღნიშნო, რომ მშობლები მხარში გვიდგანან სწავლა აღზრდის საქმეში და საჭიროებისამებრ ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში, მონაწილეობას იღებენ ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტაში თავიანთი შვილების საკეთილდღეოდ.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . .

- სწავლა-სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია თანასწორუფლებიანობის დაცვა, მასწავლებელი ორიენტირებული უნდა იყოს მოსწავლის ჩართულობისა და მოტივაციის გაზრდაზე. მოსწავლე უნდა ხედავდეს დავალების მიზანს, მის საჭიროებას, კავშირს სკოლაში, მიმდინარე საქმიანობასა და სკოლის გარეთ მიმდინარე ცხოვრებას შორის. საინტერესო და ნაყოფიერი გაკვეთილის წარმართვისთვის კოლეგებისგან ხშირად მესმის, რომ მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული გაკვეთილი არის ეფექტური და შედეგიანი, როცა გათვალისწინებულია თითოეული მოსწავლის ინტერესები, ემოციური ფონი და შესაძლებლობები.

- დღევანდელობაში საჭიროა. . .

- რამდენადაც პანდემია მოგვცემს ამის საშუალებას მოსწავლეებისთვის საჭიროა მრავალფეროვანი აქტივობების, პროექტების დაგეგმვა, არაფორმალური ურთიერთობები, რაც მოსწავლეებს განუვითარებს სოციალურ უნარებს, სადაც ჩართულები იქნებიან მშობლებიც და ნათლად დაინახავენ თავიანთი შვილების ინტერესებსა და შესაძლებლობებს.

- იმედი მაქვს, რომ. . .

- გარკვეული პერიოდის შემდეგ პანდემია გადაივლის, მოსწავლეები დაუბრუნდებიან ჩვეულ სასწავლო პროცესს და ისევ უწინდელივით ხალისიანად, წარმატებით გაიკვლევენ გზას ნათელი მომავლისაკენ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება