სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მასწავლებლობაზე მნიშვნელოვანი პროფესია არ არსებობს“ - იანეულის საჯარო სკოლის დირექტორი ლალი წულაია
14-02-2022
-
+


რა ახარებს როგორც დირექტორს? რა არის დღევანდელობაში საჭირო? და მისი აზრით, რა არის ის უმთავრესი, რაც მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ? - etaloni.ge-ს ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის დირექტორი ლალი წულაია პასუხობს.

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .

- ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამა, ურთიერთპატივისცემა. მასწავლებლობაზე მნიშვნელოვანი პროფესია არ არსებობს; გარდა საპროგრამო მასალისა, მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა ასწავლოს სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, ერთგულება, ქცევის კულტურა, გვერდში დგომა - რომლებიც სწორი გზაზე გასვლისას დაეხმარება მოსწავლეს.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .

- სკოლაში შესვლისას ყველა მოსწავლე იდეალურია; მთავარია, არ დავაკარგინოთ ეს რწმენა, რომ ის უნდა იყოს წარმატებული, მოტივირებული, ახორციელებდეს მნიშვნელოვან და ღირსეულ აქტივობებს; იცის და იცავს მოსწავლის უფლებებს, იცის როგორ მოიქცეს ოჯახში, სკოლაში და საზოგადოებაში, რომელიც ითვისებს სასწავლო პროგრამა იცის არა მარტო უფლებები არამედ თავისი მოვალეობები.

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . .

- პირველ რიგში ვცდილობ სასწავლო გარემო იყოს უსაფრთხო, მოწესრიგებული და მორგებული ჩემს სკოლაზე, განსაკუთრებით დღევანდელ პირობებში, როდესაც ადამიანებს პანდემიის გამო ურთიერთობების ეშინიათ. უსაფრთხო ჰარმონიული გარემო.

- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . .

- სკოლის წარმატებები... მიყვარს მოსწავლეთა ჩართულობა კონკურსებში, ოლიმპიადებსა და სხვადასხვა ღონისძიებებში; მინდა, სიახლეებით იწყებოდეს და მთავრდებოდეს ყოველი დღე; მიხარია როდესაც გაღიმებულ მოსწავლეებს ვხედავ. სკოლა, ოჯახი, საზოგადოება ორიენტირებულია ბავშვზე.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . .

- საუკეთესო ბავშვია, სხვანაირი მიდგომა სჭირდება, ბავშვია და ისწავლის, თანადგომა სჭირდება. რაც შეიძლება მეტი თანადგომა ბავშვებს.

- დღევანდელობაში საჭიროა. . .

- უსაფრთხო გარემოს შექმნა და დაცვა, როგორც ოჯახში, სკოლაში და საზოგადოებაში. გავერთიანდეთ, დავიცვათ ერთმანეთი და შევქმნათ უსაფრთხო გარემო.

- იმედი მაქვს, რომ. . .

- იქნება საყოველთაო მშვიდობა, მინდა განათლების სისტემა იყოს წარმატებული, მოსწავლემ რომ მიაღწიოს შედეგს, რომელსაც ჰქვია გზა - ნათელი მომავლისაკენ. საზოგადოება დაძლევს ყოველგვარ პრობლემას, პანდემია გადაივლის, მოსწავლეები ჩვეულ რეჟიმში დაუბრუნდებიან სასწავლო პროცესს და ისევ ხალისიანად და წარმატებით გაიკვლევენ გზას ნათელი მომავლისაკენ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება