| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

რა ახარებს როგორც დირექტორს? რა არის დღევანდელობაში საჭირო? და მისი აზრით, რა არის ის უმთავრესი, რაც მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ? - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს etaloni.ge-ს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლის დირექტორი ნესტან დევნოსაძე პასუხობს.
- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .
- ჩვენი მთავარი მიზანია მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე პროგრამულ მასალასთან ერთად ვასწავლოთ ერთმანეთის სიყვარული, მეგობრობა, ურთიერთპატივისცემა, რადგან ეს ყველაფერი მათ დაეხმარება იყვნენ საზოგადოებაში სრულფასოვანი და სასურველი მოქალაქეები.
- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .
- არის მოსწავლე, რომელიც აკეთებს მაქსიმუმს თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე.
- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . .
- უსაფრთხო და პოზიტიური გარემო.
- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . .
- ყოველდღე ვხედავ ასობით ანგელოზი ბავშვის ლამაზ თვალებს, რომლებიც შემომციცინებენ სიყვარულითა და პატივისცემით. ჩემს სკოლაში, როგორც მოსწავლეები, ისე თანამშრომლები და მშობლები თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად გრძნობენ.
- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . .
- რომ უხარიათ სკოლაში მოსვლა, რადგან ისინი იმ დიდ ოჯახში, რომელსაც სკოლა ჰქვია თავს ბედნიერად გრძნობენ და ხალისით და სიყვარულით ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას.
- დღევანდელობაში საჭიროა. . .
- ერთმანეთის სიყვარული, თანაგრძნობა, თანადგომა და ერთმანეთის გატანა, რომელიც დაგვეხმარება პანდემიიდან გამომდინარე რთული და საპასუხისმგებლო პერიოდის დაძლევაში.
- იმედი მაქვს, რომ. . .
- მალე დასრულდება პანდემია და სკოლა დაუბრუნდება აქტიურ და ხალისიან ცხოვრებას, რომელსაც ადრე ეწეოდა (სასკოლო ღონისძიებები, პროექტები, კონფერენციები და ა. შ.) ფართო აუდიტორიისათვის, რაც კიდევ უფრო გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, რათა უფრო აქტიურად ჩაერთონ, როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლების მისაღებად.
ვინატრებდი ყველა ბავშვი იზრდებოდეს დედ-მამასთან ერთად ბედნიერ და თბილ, სავსე ოჯახში, ჰქონოდეთ ლაღი, უღრუბლო ბავშვობა.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა