სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„როგორც დირექტორს მახარებს, რომ მყავს მაღალკვალიფიციური მასწავლებელთა გუნდი“ - ვიოლა აკობიძე, ახალშენის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი
09-02-2022
-
+


„ვცდილობ სკოლაში შევქმნა, საინტერესო გარემო, ურთიერთჰარმონიული დამოკიდებულება მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის“,-ამბობს ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლის მ/შ ვიოლა აკობიძე და etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საინტერესოდ პასუხობს. 

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .
- ზრდილობას, სწავლისადმი სიყვარულს, პატივისცემას ერთმანეთსა და უფროსების მიმართ.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე . . .
- მოწესრიგებული, გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით, მონაწილეობს და ხშირ შემთხვევაში თვითონ ერთვება სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში.

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა . . .
- საინტერესო გარემო, ურთიერთჰარმონიული დამოკიდებულება მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის, ასევე ერთმანეთს შორის.

- როგორც დირექტორს, მახარებს რომ . . .
- ჩვენი სკოლა აქტიურადაა ჩართული „ახალი სკოლის მოდელში“ და პედაგოგები აქტიურად მონაწილეობენ განათლების სამინისტროს მიერ განხორციელებულ ტრენინგებში. მყავს მაღალი კვალიფიციური მასწავლებელთა გუნდი, რომლის წევრებიც თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას არ იშურებენ, რათა ამაღლდეს მოსწავლეთა სწავლის დონე.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის . . .
- რომ შეფერხებით მიეწოდებათ ინტერნეტი, ამიტომ ონლაინ სწავლების დროს იქმნება პრობლემა მოსწავლეთა ჩართულობაში.

- დღევანდელობაში საჭიროა . . .
- მეტი კომუნიკაცია მშობელთა და მასწავლებელთა შორის, რათა ერთობლივი შრომით გავაუმჯობესოთ სწავლის ხარისხი.

- იმედი მაქვს, რომ . . .
- რაც შეიძლება მალე გავთავისუფლდეთ პანდემიისაგან, რაც ხელს გვიშლის სწავლების ხარისხში, მოსწავლეები დაუბრუნდნენ საკლასო ოთახებს და სწავლება გააგრძელონ ჩვეულ რეჟიმში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება