| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„ვცდილობ, სკოლაში შევქმნა კეთილგანწყობილი, მეგობრული, თანამშრომლობითი გარემო, სადაც ყველას აქვს გააზრებული საკუთარი მოვალეობა და პასუხისმგებლობა“- ამბობს თბილისის N166 საჯარო სკოლის დირექტორი ირმა ომანაძე და etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საინტერესოდ პასუხობს.
- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .
- სწავლის სწავლა, შეძენილი ცოდნის პრაქტიკული (ყოფა-ცხოვრება) გამოყენება.
- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .
- მოსწავლე, რომელიც ინტერესთა სფეროების გათვალისწინებით გეგმავს თავის მომავალს და დამოუკიდებლად იძენს ცოდნას მასწავლებელთა ფასილიტაციის გზით.
- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . .
- კეთილგანწყობილი, მეგობრული, თანამშრომლობითი გარემო (მოსწავლე, მშობელი, მასწავლებელი), სადაც ყველას აქვს გააზრებული საკუთარი მოვალეობა და პასუხისმგებლობა.
- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . .
- სკოლას ჰყავს მრავალი წარმატებული მოსწავლე და კრეატიული მასწავლებელი. ასევე, მათ (მოსწავლე-მასწავლებელი) მიერ მოწოდებული საინტერესო იდეები და ერთობლივად განხორციელებული აქტივობები, რომლებიც ცოდნის შეძენასთან ერთად ორიენტირებულია სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე.
- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . .
- რომ, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე წარმოიქმნა ემოციების გულწრფელი გამოხატვის დეფიციტი - „ემოციური შიმშილი“, არაფორმალურ გარემოში ურთიერთთანამშრომლობის დეფიციტი, რაც ყველაზე ცუდად ისახება მოზარდ თაობაზე.
- დღევანდელობაში საჭიროა. . .
- შეგეძლოს სწორად შეაფასო სიტუაცია და სწრაფად მოახდინო ადაპტირება.
- იმედი მაქვს, რომ. . .
- Covid-19 მალე დაგვტოვებს და დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს - ეს ხუმრობით. ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, რადგან გაცილებით ჭკვიანი, მიზანდასახული თაობა მოდის.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა