სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„როგორც დირექტორს, მახარებს, რომ მოდის ნიჭიერი, უნარიანი თაობა“- გურამ ნათენაძე, გამარჯვების საჯარო სკოლის დირექტორი
07-02-2022
-
+


როგორი უნდა იყოს იდეალური მოსწავლე? რა არის უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ასწავლიან? რა ახარებს, როგორც დირექტორს? - ამ და სხვა საკითხებზე Etaloni.ge-ს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გურამ ნათენაძე ესაუბრა.

-
უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით...

- არის ის ცოდნა-უნარი, რომელიც მას ცხოვრებაში გამოადგება. კერძოდ, კრიტიკული აზროვნება, დამოუკუდებელი საქმიანობა, თანამშრომლობა და კომუნიკაცია. ეს უმთავრესია და აუცილებლად მყარი უნდა იყოს.  

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე...

- უსმენს და იგებს, ფიქრობს, მსჯელობს, აკვირდება და იკვლევს, ადვილად ამყარებს კომუნიკაციას, აქტიურია, აქვს წარმატებები, რეალურად აღიქვამს და აფასებს მის გარშემო მიმდინარე პროცესებს.

- ვცდილობ, სკოლაში შევქმნა...

- კეთილგანწყობილი, უსაფრთხო ,საქმიანი გარემო, სადაც ყველა თანასწორუფლებიანია, სადაც უფლება და მოვალეობა არ იქნება გამიჯნული.

- როგორც დირექტორს, მახარებს, რომ...

- მოდის ნიჭიერი, უნარიანი თაობა, რომლებსაც აქვთ განვითარებისათვის ხელშეწყობა ყველა სტრუქტურიდან.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის...

- სურვილი მეტი თავისუფლებისა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მათ პროფესიულ განვითარებასა და შემოქმედებითობას. წუხილი იმისა, რომ სუსტია მშობელთა ჩართულობა და ინტერესი სასკოლო საქმიანობაში მონაწილეობისა.

- დღევანდელობაში საჭიროა...

- განათლების პრიორიტეტულობის უზრუნველყოფა. სხვა შემთხვევაში წარმატება ამ სფეროში ძალიან დაიგვიანებს.

- იმედი მაქვს, რომ...

- 21-ე საუკუნის პირველ ნახევარში მოგვარდება ყველა პრობლემა განათლების სისტემაში. დაიძლევა გამოწვევები და სასწავლო პროცესი გახდება ეფექტური. დაინერგება ახალი ტექნოლოგიები. დადებითობისკენ შეიცვლება სასკოლო საზოგადოების დამოკიდებულება და მათი მზაობა. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

პროფესიული სტანდარტის 6 პუნქტი, რომელსაც პროფესიული განათლების მასწავლებლი უნდა აკმაყოფილებდეს

ვინ წყვეს სკოლების დანგრევის, რებილიტაციისა და მშენებლობის საკითხს - მთავრობამ სია გამოაქვეყნა 

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

სასწავლო პროცესის მიღმა კი დაიგეგმა ექსკურსია მწერლის სახლ-მუზეუმში

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება