| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

რა ახარებს როგორც დირექტორს? რა არის დღევანდელობაში საჭირო? და მისი აზრით, რა არის ის უმთავრესი, რაც მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ? - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს etaloni.ge-ს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა გოცირიძე პასუხობს.
- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით . . .
- არის ის უნარ-ჩვევები და ცოდნა, რომელიც დაეხმარება მას ჩამოყალიბდეს ფიზიკურად, სულიერად, ზნეობრივად და გონებრივად განვითარებული, მიზანდასახული პიროვნება.
- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .
- არის ის, ვინც მაქსიმალურად შეძლებს შეთვისებული უნარ-ჩვევებისა და მიღებული ცოდნის გონივრულად გამოიყენებას...
- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . .
- უსაფრთხო, ურთიერთთანამშრომლობითი და კეთილგანწყობილი გარემო, რათა მოსწავლეებს ჰქონდეთ ყველა პირობა იმისა, რომ სკოლიდან მიიღონ კარგი ცოდნა-განათლება და ყოფა-ცხოვრებაში გამოსაყენებელი აუცილებელი უნარ-ჩვევები.
- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . .
- როგორც დირექტორს, მახარებს ის, თუ ჩვენი სკოლის მასწავლებლები ან მოსწავლეები, ან ორივე ერთად მიაღწევენ გარკვეულ წარმატებას საგანმანათლებლო თვალსაზრისით, რაც უპირველეს ყოვლისა სკოლის წარმატებაა.
- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . .
1. „როდის დამთავრდება ეს პანდემია“...
2. „ პანდემია რომ არ იყოს ...გავაკეთებდი...“
3. „ აუცილებელია მოტივაციის ამაღლება, მასწავლებლებისა და მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების საქმეში...“
- დღევანდელობაში საჭიროა . . .
- უდიდესი მოთმინების უნარი, ძლიერი ნებისყოფა, ცხოვრების წესის გონივრულად შერჩევა, შემართება, მიზანდასახულობა და ყოველდღიური ზრუნვა პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჯანსაღი გარემოს ჩამოსაყალიბებლად და შესანარჩუნებლად.
- იმედი მაქვს, რომ . . .
- მალე პანდემია დამთავრდება, ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება დღევანდელზე. ჩვენი მომავალი თაობა იცხოვრებს ბევრად უკეთესად დღევანდელთან შედარებით, ახალგაზრდობას მიეცემა საკუთარი თავის, ცოდნის საქართველოში რეალიზების უფრო მეტი შანსი.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
სასწავლო პროცესის მიღმა კი დაიგეგმა ექსკურსია მწერლის სახლ-მუზეუმში
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა