სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„დღევანდელობაში საჭიროა ფეხი ავუწყოთ თანამედროვე მოთხოვნებს“-წყალტუბოს N1 სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა
07-02-2022
-
+


რა არის დღევანდელობაში საჭირო? რა ახარებს როგორც დირექტორს? და მისი აზრით, რა არის ის უმთავრესი, რაც მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ? - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს etaloni.ge-ს ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა პასუხობს.

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .

- რასაც მოსწავლეს ზოგად განათლებასთან ერთად სკოლაში ვასწავლით, საზოგადოებასთან ინტეგრაციაა, სრულყოფილ პიროვნებად ჩამოყალიბებაა, რომელიც დამოუკიდებლად შეძლებს გაუმკლავდეს XXI საუკუნის გამოწვევებს.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .

- იდეალური მოსწავლე არის ვინც მორალურ-ეთიკური პრინციპების, ადამიანური ფასეულობებისა და ღირებულებების დაცვითაა აღზრდილი. არის კომუნიკაბელური, მრავალმხრივი ინტელექტის მქონე, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის და ლიდერული უნარ-ჩვევების მატარებელი პიროვნება.

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . .

- უსაფრთხო, კეთილგანწყობილი, კომფორტული, სწავლა-სწავლებისათვის მრავალფეროვანი, ინოვაციური, წამახალისებელი გარემო, სადაც ყველას თანაბრად მოუხარია მოსწავლეს, მასწავლებელს, მშობელს, ნებისმიერ თანამშრომელს თუ სტუმარს.

- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . .

- სკოლა ჩემი და ჩემი გუნდის ერთობლივი თანამშრომლობით წარმატებული და აღიარებულია არა მარტო რეგიონში, არამედ საქართველოში. წარმატების გასაღები კი არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და პროექტული სწავლების გაძლიერებაა, რამაც საგრძნობლად გაზარდა სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა, ცნობადობა და გახდა ძალიან მოთხოვნადი და კონკურენტუნარიანი.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . .

- კოლეგებისგან ხშირად მსმენია, რომ COVID-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ განსაკუთრებით, იმოქმედა სწავლა-სწავლების ხარისხზე, რომ დისტანციურად მიღებული განათლება ნაკლებ ეფექტიანია, რომ ონლაინ სწავლების პლატფორმა დასახვეწია, ამიტომ ტექნოლოგიების და ციფრული წიგნიერების გარეშე XXI საუკუნე სწავლა-სწავლება ყოვლად წარმოუდგენელია და მოსწავლე, მასწავლებელი თუ მოქალაქე ყველა უნდა ზრუნავდეს განვითარებაზე და მიმართულებით.

- დღევანდელობაში საჭიროა. . .

- არ დავკარგოთ მომავლის იმედი, ფეხი ავუწყოთ თანამედროვე მოთხოვნებს. ამ რთულ პერიოდში მეტი ინფორმაცია  მივაწოდოთ მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, საზოგადოებას კორონა „ვირუსისგან დასაცავად, შეძლებისდაგვარად ვეცადოთ შევინარჩუნოთ ადამიანური ურთიერთობები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სამყაროში ჰარმონიის შესანარჩუნებლად, ასევე საჭიროა ყველა ადამიანმა გაიაზროს და გაითავისოს მდგრადი განვითარების მიზნები.

- იმედი მაქვს, რომ. . .

- მალე ყველაფერი კალაპოტში ჩაჯდება. ისევ ბევრი ლამაზი, თბილი, სიყვარულით, სიხარულით, წარმატებებისა და გამარჯვების მიღწევით აღსავე დღეები გვექნება. მთავარია იმედი, რწმენა, შრომა-გარჯის და ბრძოლის სურვილი არ დავკარგოთ. გვახსოვდეს, სიცოცხლე წამიერია, იგი ერთხელ გვეძლევა და ვეცადოთ შინაარსიანად გავატაროთ, დავტკბეთ სიცოცხლის მშვენიერებით, შეგრძნებით.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

პროფესიული სტანდარტის 6 პუნქტი, რომელსაც პროფესიული განათლების მასწავლებლი უნდა აკმაყოფილებდეს

ვინ წყვეს სკოლების დანგრევის, რებილიტაციისა და მშენებლობის საკითხს - მთავრობამ სია გამოაქვეყნა 

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

სკოლაში ახარებთ პედაგოგის შრომის დაფასება და დამსახურებული ჯილდოს მიღებას ულოცავენ

მათი მიზანი იყო შეგროვებული თანხით სკოლისთვის შეეძინათ საჭირო სასკოლო ნივთები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ, ახარებთ ეკოინიციატივა
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება