| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

როგორი უნდა იყოს იდეალური მოსწავლე? რა არის უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ასწავლიან? რა ახარებს, როგორც დირექტორს? - ამ და სხვა საკითხებზე Etaloni.ge-ს სეროფე ბენგოიან-ლევონიანის „ჯივანის“ სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის საჯარო სკოლის დირექტორი ერვანდ ვარდერესიანი ესაუბრა.
- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით...
- პასუხისმგებლობა, შრომისმოყვარეობა, უფროს-უმცროსის პატივისცემა, თანადგომა და თანაგრძნობაა. რაც მთავარია, პატრიოტიზმი. ამ ყველაფრის გარეშე ადამიანად ვერ ფორმირდები.
- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე...
- არის ყველა, უბრალოდ, უნდა სცადო, დაინახო დადებითი მათში, წამოსწიო წინ და განავითარო.
- ვცდილობ, სკოლაში შევქმნა...
- გარემო, სადაც იქნება თანამშრომლობა, კეთილგანწყობა, ურთიერთზრუნვა და პროფესიულ განვითარებაში ხეშეწყობა.
- როგორც დირექტორს, მახარებს, რომ...
- ჩემი კოლეგები ცდილობენ თვითგანვითარებას, პროფესიულ ზრდას, ახარებთ ერთმანეთის წარმატება და ახალგაზრდებს აძლევენ მოტივაციას. ზრუნავენ პროფესიულ ზრდაზე და შედეგი ჩანს ყოველწლიურად.
- კოლეგებისგან ხშირად მესმის...
- რომ მხოლოდ გაკვეთილებით მოსწავლეთა შინაგანი მოტივაციის გაზრდა ძნელია და საჭიროა, არაფორმალური გარემოც, ექსკურსიები, სასკოლო ღონისძიებები, რაც პანდემიის დროს შეჩერებულია და გვინდა, დასრულდეს პანდემია, რათა ძველებური ცხოვრების რიტმს დავუბრუნდეთ.
- დღევანდელობაში საჭიროა...
- პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული კადრი, ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებული გარემო, ზრუნვა და თანადგომა ერთმანეთის.
- იმედი მაქვს, რომ...
- ჩვენ ყველა გამოწვევას შევხვდებით ღირსეულად, ავუწყობთ ფეხს და ურთიერთთანადგომით დავძლევთ სირთულეებს.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა