სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„დღევანდელობაში საჭიროა, აღვზარდოთ გლობალური მოქალაქეები“-მარინე ბაინდურაშვილი, შრომის საჯარო სკოლის დირექტორი
07-02-2022
-
+


რა არის დღევანდელობაში საჭირო? რა ახარებს როგორც დირექტორს? და მისი აზრით, რა არის ის უმთავრესი, რაც მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ? - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს etaloni.ge-ს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ბაინდურაშვილი პასუხობს.

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .

-  ეს არის აკადემიურ განათლებასთან ერთად ყველა ის უნარი, რომელიც გამოადგება დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე. უმთავრესია, ჩამოუყალიბდეთ სწორი აზროვნება, შემოქმედებითი, მოქალაქეობრივი უნარები და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .

- არის პიროვნება, რომელსაც ჩამოყალიბებული აქვს ისეთი სოციალური თვისებები, როგორიცა: ურთიერთპატივისცემა, ემპათია, სოციალური პასუხისმგებლობა, ასევე აქტიურია სასწავლო პროცესში და ცდილობს მიაღწიოს ცოდნის უფრო მაღალ სტანდარტებს.

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა . . .

- მეგობრული, თანამშრომლობითი გარემო მოსწავლე - მასწავლებლებს შორის, რაც გავლენას ახდენს სასკოლო-საგანმანათლებლო პროცესის ყველა ასპექტზე, დაწყებული მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებით, დამთავრებული სკოლაში უსაფრთხო ატმოსფეროს შექმნით.

- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . .

- მოსწავლეს და მასწავლებელს უხარიათ სკოლაში მოსვლა. სკოლაში სუფევს კეთილგანწყობილი ურთიერთობა მოსწავლესა და მასწავლებელს შორის, რაც ვფიქრობ არის იარაღი, რომ მოსწავლე უკეთ ერთვება სასწავლო პროცესში და შექმნილი აქვს ხელსაყრელი პირობები, როგორც პიროვნული, ისე შემოქმედებითი ზრდისთვის.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის . . .

-  როდის დამთავრდება ეს პანდემია, თუმცა ამ შემთხვევამ მოიტანა ის, რომ გაიზარდა კომუნიკაციის ხარისხი მშობელსა და მასწავლებელს შორის. მშობელი და მასწავლებელი გაერთიანდა მეტად და ერთიანი ძალისხმევით უწყობენ ხელს მოსწავლის აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას. მათი თქმით მშობლები უფრო მზრუნველები გახდნენ და სიამოვნებითაც ერთვებიან შვილის სასწავლო პროცესში.

- დღევანდელობაში საჭიროა. . .

- აღვზარდოთ გლობალური მოქალაქეები. ვიაზროვნოთ და ვააზროვნოთ ჩვენი მოსწავლეები გლობალურ დონეზე. რას ნიშნავს ეს, რომ იყვნენ კარგი, აქტიური, ინფორმირებულნი და გლობალურად მოაზროვნე მოქალაქეები. ჰქონდეთ პრობლემის გადაჭრის და კრიტიკული აზროვნების უნარი. ამისთვის გამოვიყენოთ არაფორმალური განათლებაც, შევთავაზოთ პროექტები, მრგვალი მაგიდა, დისკუსია, რაც ხელს შეუწყობს მათ ეფექტური ურთიერთობის და კომუნიკაციის უნარების განვითარებას. მნიშვნელოვანია  გვჯეროდეს საკუთარი მოსწავლეების დიდი მომავლის, მაშინ ისინი მსოფლიო დონის საუკეთესო სპეციალისტებიც გახდებიან.

- იმედი მაქვს, რომ. . .

- მალე დამთავრდება პანდემია და მასწავლებელს საშუალება მიეცემა სასწავლო პროცესი მოარგონ მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებს და მიაღწიოს სასურველ შედეგს. აქ ძალიან მაღალია თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა, რომელიც მუდმივ განვითარებასთან და დაუღალავ შრომასთან არის დაკავშირებული. აქ მთავარია ბავშვისა და საქმის სიყვარული და მათზე ზრუნვა. რადგან დამეთანხმებით თითოეული ბავშვის ძალისხმევა- ზეიმია მათი.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

2-კვირიანი ვადა უმაღლესებისთვის - ცვლილება მინისტრის ბრძანებაში

მთავარი აკრძალვა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - მინისტრის ბრძანება

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ ჩასატარებლად განაცხადების მიღება დაიწყო

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ახალგაზრდებს დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება მთელმა სკოლამ მიულოცა

 

სკოლაში სიამაყით გვიზიარებენ ეკოკლუბ „ყვირილას“ უმნიშვნელოვანესს მიღწევას

​დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული, მოგონებებითა და სიყვარულით სავსე დღე იყო“
 
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც მუსიკალური ნომრები და შემოქმედებითი წარმოდგენები წარადგინეს
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება