სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მახარებს, რომ ვარ ძლიერი გუნდის ლიდერი და უამრავი წარმატებული, გამარჯვებული მოსწავლის დირექტორი“-ნანა ოდიშელიძე, დაბა კაზრეთის N1 სკოლის ხელმძღვანელი
04-02-2022
-
+


რა არის დღევანდელობაში საჭირო? რა ახარებს როგორც დირექტორს? და მისი აზრით, რა არის ის უმთავრესი, რაც მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ? - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს etaloni.ge-ს ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლა დირექტორი ნანა ოდიშელიძე პასუხობს.

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .
- შეძლოს ქვეყნის ინტერესების ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება.
შეძლოს ცხოვრებაში დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება. იყოს შემოქმედებითი. მუდმივად ზრუნავდეს საკუთარ განვითარებაზე. იყოს კონკურენტუნარიანი.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .
- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლეა ნებისმიერი აღსაზრდელი, რადგან არცერთი მოსწავლე არ მეორდება .

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა . . .
- სწავლებისა და სწავლის შესაფერისი უსაფრთხო, წამახალისებელი, კეთილგანწყობილი, ჯანსაღი, სამართლიანი და თანასწორუფლებიანი გარემო, სადაც გათვალისწინებულია თითოეული მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებები და თანამშრომლობითი, პოზიტიური გარემო, რომელიც წარმატების გარანტიაა;

- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . .
- ვარ ძლიერი გუნდის ლიდერი და უამრავი წარმატებული, გამარჯვებული მოსწავლის დირექტორი.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის . . .
- ამ სიძნელესაც გავუმკლავდებით.

- დღევანდელობაში საჭიროა. . .
- პირველ რიგში ჯანმრთელობა, რომ მასწავლებელმა შეძლოს საკუთარი მოვალეობის სრულყოფილად შესრულება.

- იმედი მაქვს, რომ. . .
- კორონავირუსის მიზეზით გამოწვეული პრობლემები წარსულს ჩაბარდება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება