სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მახარებს, სკოლაში არსებული თანამშრომლობითი კულტურა“-ყარაჯალის საჯარო სკოლის დირექტორი ელზა აშიროვა
03-02-2022
-
+


რა არის დღევანდელობაში საჭირო? რა ახარებს როგორც დირექტორს? და მისი აზრით, რა არის ის უმთავრესი, რაც მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ? - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს etaloni.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის დირექტორი ელზა აშიროვა პასუხობს

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .

- ვასწავლით ურთიერთთანამშრომლობას, განსხვავებული შესაძლებლობების გათვალისწინებით, ყველას ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში. 

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .

-  აცნობიერებს თავის უფლება - მოვალეობებს, არის აქტიური მკითხველი, აჩვენებს განათლების მაღალ დონეს.

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . .

- სასურველი, პოზიტიური სასწავლო გარემო, სადაც სკოლის ყველა წევრი, მათ შორის მშობელი, გაითავისებს სკოლას და იზრუნებს მასზე.

- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . .

- მოსწავლეები სახელმწიფო ენას ფლობენ, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში ეფექტურად ჩაერთონ. მახარებს, სკოლაში არსებული თანამშრომლობითი კულტურა.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . .

- პანდემიის მიერ შექმნილ სიტუაციაზე; ახალი სკოლის მოდელზე, კომპლექსურ დავალებებზე.

- დღევანდელობაში საჭიროა. . .

- ერთმანეთის გაფრთხილება და პატივისცემა, პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვა; პედაგოგების მზაობა საგაკვეთილო პროცესისთვის - ცოდნის და პროფესიული უნარის გამოყენება შედეგზე ორიენტირებული სწავლისათვის.

- იმედი მაქვს, რომ. . .

- 2022 წელს პანდემიისგან გათავისუფლდება მსოფლიო, მათ შორის საქართველო. ონლაინ სწავლება არ იქნება არც ერთ სკოლაში და უმაღლეს სასწავლებლებში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება