სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ვცდილობ, სკოლაში შევქმნა ჯანსაღი გარემო, სადაც მთავარი მიზანი იქნება მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვა“- ხანდოს სკოლის დირექტორი
03-02-2022
-
+


როგორი უნდა იყოს იდეალური მოსწავლე? რა არის უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ასწავლიან? რა ახარებს, როგორც დირექტორს? - ამ და სხვა საკითხებზე Etaloni.ge- ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორი ზოია ნაზარიანი ესაუბრა.

-
უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით...

- არის ურთიერთპატივისცემა, საკუთარი შესაძლებლობების გამოყენება, პასუხისმგებლობის აღება და  საკუთარ განვითარებაზე ზრუნვა.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე...

- არის იგივე წარმატებული მოსწავლე, ვისაც განვითარებული აქვს სხვადასხვა უნარები, აქტიურად არის ჩართული კლასგარეშე ღონისძებებში და სხვებსაც ეხმარება წარმატების მიღწევაში.

- ვცდილობ, სკოლაში შევქმნა...

- ჯანსაღი გარემო, სადაც მთავარი მიზანი იქნება მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვა, სწავლა-სწავლების ეფექტურად წარმათვის ხელშეწყობა და ურთიერთპატივისცემა. 

- როგორც დირექტორს, მახარებს...

- მოსწავლეების და მასწავლებლების წარმატებები და მიღწევები. იანვარში ოთხ მასწავლებელს მიენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი. მახარებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და  მშობლების მხარდაჭერა სკოლისათვის სასარგებლო ინიციატივების განხორციელებაში.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის...

- საინტერესო ინიციატივები. დისტანციური სწავლება უარყოფითად აისახა მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზეო.

- დღევანდელობაში საჭიროა...

- მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების სწორად  გამოვლენა. ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრების ხელშეწყობა სკოლაშიც და ოჯახშიც.

- იმედი მაქვს, რომ...

- მალე დასრულდება პანდემია და მშვიდად  გავაგრძელებთ სასწავლო პროცესს საკლასო ოთახებში. ჩემი სკოლის პრაქტიკოსი მასწავლებლები შეძლებენ სტატუსის ამაღლებას.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თუ მაშინ არა, ახლა ჩაირიცხებით (?!) - 7000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი 1800-მდე აბიტურიენტისთვის „იბრძოლებს“

მასშტაბური შემოწმებები საბავშვო ბაღებში - პერსონალის მზადყოფნა და სამზარეულოები 2 ათასამდე სააღმზრდელო დაწესებულებაში გაკონტროლდება

„ავტორი ვარ! არ იცით, როგორი ეროვნული მუხტია ისტორიის სახელმძღვანელოებში“

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება