| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

როგორი უნდა იყოს იდეალური მოსწავლე? რა არის უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ასწავლიან? რა ახარებს, როგორც დირექტორს? - ამ და სხვა საკითხებზე Etaloni.ge-ს სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მენჯის საჯარო სკოლის დირექტორი ლია თოფურია ესაუბრა.
- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით...
- საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.
- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე...
- არის ყველა მოსწავლე, მთავარია, მათ სული შთაბერო, გამოძერწო, აღზარდო.
- ვცდილობ, სკოლაში შევქმნა...
- დემოკრატიული ატმოსფერო.
- როგორც დირექტორს, მახარებს, რომ...
- ჩემი ყოფილი მოსწავლეები ყველგან, ყველა სფეროში ავლენენ მაღალ ინტელექტს და შესაძლებლობებს.
- კოლეგებისგან ხშირად მესმის...
- განათლების სისტემას მუდმივად სჭირდება განვითარება, თანამედროვე მოთხოვნებისთვის ფეხის აწყობა.
- დღევანდელობაში საჭიროა...
- წარსულის მდიდარი გამოცდილებისა და აწმყოს შესაძლებლობების უწყვეტი დინამიკა, რაც მომავალსაც პერსპექტიულს.
- იმედი მაქვს, რომ...
- დღევანდელი თაობა თავის სათქმელს, საკეთებელს გაცილებით უფრო კარგად გაართმევს თავს.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
თუ მაშინ არა, ახლა ჩაირიცხებით (?!) - 7000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი 1800-მდე აბიტურიენტისთვის „იბრძოლებს“
მასშტაბური შემოწმებები საბავშვო ბაღებში - პერსონალის მზადყოფნა და სამზარეულოები 2 ათასამდე სააღმზრდელო დაწესებულებაში გაკონტროლდება
დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია