სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ვცდილობ სკოლაში შევქმნა გარემო, სადაც მთავარი ღირებულება სიყვარული და თანამშრომლობაა“- ვერა ბენიძე, ხონის N3 საჯარო სკოლის დირექტორი
03-02-2022
-
+


ვცდილობ სკოლაში შევქმნა მოსწავლეზე ორიენტირებული, პოზიტიური სასწავლო გარემო, სადაც მთავარი ღირებულება სიყვარული და თანამშრომლობაა - ამბობს ხონის N3 საჯარო სკოლის დირექტორი ვერა ბენიძე და etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ​​საინტერესოდ პასუხობს. 

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .
- იყოს პასუხისმგებლიანი, ტოლერანტი, გადაწყვეტილების მიმღები მოქალაქე.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .
- ვფიქრობ იდეალური სამყაროში არაფერია. მით უმეტეს ადამიანი. ყველა მოსწავლე ინდივიდუალურია. სწორედ ეს ინდივიდუალიზმი ხდის მას უნიკალურად. ჩვენი მოვალეობაა დავეხმაროთ მას ინდივიდუალური უნარების განვითარებაში, რაც საშუალებას მისცემს გახდეს რეალიზებული ადამიანი და იპოვოს თავისი ადგილი ცხოვრებაში.

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . .
- მოსწავლეზე ორიენტირებული, პოზიტიური სასწავლო გარემო. გარემო სადაც მთავარი ღირებულება სიყვარული და თანამშრომლობაა. სადაც ყველა კარგად გრძნობს თავს, სადაც ადამიანებს არ ეშინიათ შეცდომის დაშვება და ამ შეცდომებზე სწავლობენ.

- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . .
- სკოლის წარმატებები და ამ წარმატებების აღიარება სასკოლო საზოგადოების, თემის თუ სისტემის წარმომადგენელთა მხრიდან.
მახარებს თითოეული მოსწავლის პროგრესი. მახარებს მოტივირებული, ბავშვებზე და საქმეზე შეყვარებული მასწავლებლების ყურება. მახარებს კმაყოფილი და მადლიერი მშობლების ნახვა და მოსმენა.
მახარებს, როცა მოსწავლისა და მასწავლებლისაგან მესმის, რომ სკოლაში თავს კომფორტულად გრძნობს.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . .
- მოდი ეს საკითხი ერთად განვიხილოთ. აი, ეს მესმის ყველაზე ხშირად კოლეგებისგან და ამით ბედნიერი ვარ.

- დღევანდელობაში საჭიროა. . .
- თანმიმდევრული საგანმანათლებლო პოლიტიკა. სწორი ხედვა, სკოლის მისიის ზუსტად განსაზღვრა. სიახლეების მიმღებლობა და მტკიცე ნაბიჯით პროგრესისკენ სვლა.

- იმედი მაქვს, რომ. . .
- პანდემია მალე დასრულდება და მძიმე კვალს არ დატოვებს საგანმანათლებლო სისტემაზე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

2-კვირიანი ვადა უმაღლესებისთვის - ცვლილება მინისტრის ბრძანებაში

მთავარი აკრძალვა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - მინისტრის ბრძანება

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ ჩასატარებლად განაცხადების მიღება დაიწყო

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ახალგაზრდებს დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება მთელმა სკოლამ მიულოცა

 

სკოლაში სიამაყით გვიზიარებენ ეკოკლუბ „ყვირილას“ უმნიშვნელოვანესს მიღწევას

​დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული, მოგონებებითა და სიყვარულით სავსე დღე იყო“
 
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც მუსიკალური ნომრები და შემოქმედებითი წარმოდგენები წარადგინეს
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება