სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„დღევანდელობაში საჭიროა, მეტი გაგებით მოვეკიდოთ მოსწავლეთა აზრს ამა თუ იმ საკითხზე“- ეთერ წინწალაშვილი​, ბირკიანის საჯარო სკოლის დირექტორი
02-02-2022
-
+


რა არის დღევანდელობაში საჭირო? რა ახარებს როგორც დირექტორს? და მისი აზრით, რა არის ის უმთავრესი, რაც მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ? - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს etaloni.ge-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბირკიანის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ წინწალაშვილი პასუხობს.

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .
- როგორ დაიმკვიდროს თავი სასურველ სფეროში და ჩამოყალიბდეს სრულფასოვან პიროვნებად.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .
- ცდილობს მაქსიმუმი ცოდნა მიიღოს მასწავლებლისგან და გამოიყენოს ეს ცოდნა პრაქტიკაში.

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . .
- მეგობრული და უშუალო გარემო, რათა მოსწავლეებმა მეტი სიამოვნება მიიღონ სწავლისას და სწავლის პროცესი არ წარიმართოს მხოლოდ მოვალეობების ხარჯზე.

- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . .
- ჩვენი სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს აქვთ უშუალო ურთიერთობა.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . .
- მოსწავლეების კლასგარეშე საკითხავ წიგნზე ინტერესის გამოხატვის შესახებ, რაც უდავოდ ძალიან სასიამოვნოა.

- დღევანდელობაში საჭიროა. . .
- მეტი გაგებით მოვეკიდოთ მოსწავლეთა აზრს ამა თუ იმ საკითხზე.

- იმედი მაქვს, რომ. . .
- სკოლებში უფრო მეტად მეგობრული გარემო იქნება, ვიდრე ოფიციალური.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თუ მაშინ არა, ახლა ჩაირიცხებით (?!) - 7000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი 1800-მდე აბიტურიენტისთვის „იბრძოლებს“

მასშტაბური შემოწმებები საბავშვო ბაღებში - პერსონალის მზადყოფნა და სამზარეულოები 2 ათასამდე სააღმზრდელო დაწესებულებაში გაკონტროლდება

„ავტორი ვარ! არ იცით, როგორი ეროვნული მუხტია ისტორიის სახელმძღვანელოებში“

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება