სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მახარებს, რომ პანდემიის მძიმე პირობებში, მოსწავლეები ჩვეულებისამებრ დადიან სკოლაში, აინტერესებთ სწავლა“- ხულგუმოს საჯარო სკოლის დირექტორი
02-02-2022
-
+


რა არის დღევანდელობაში საჭირო? რა ახარებს როგორც დირექტორს? და მისი აზრით, რა არის ის უმთავრესი, რაც მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ? - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს etaloni.ge-ს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლის დირექტორი ქნარიკ ჩივჩიანი პასუხობს.

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით...
- ვასწავლით მეცნიერებებს, ისტორიას, კულტურას და მიზანდასახულობას.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე...
- იდეალურია მოსწავლე, ვინც დღევანდელ მძიმე პირობებში ასწრებს არა მარტო სწავლას, არამედ აქტიურია სასკოლო ცხოვრებაში. პირნათლად ასრულებს დავალებას.

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა...
- სასწავლო, ჯანსაღი და საინტერესო გარემო.

- როგორც დირექტორს, მახარებს რომ...
- მახარებს რომ, პანდემიის ასეთ მძიმე პირობებში, მოსწავლეები ჩვეულებისამებრ დადიან სკოლაში, აინტერესებთ სწავლა და არიან მომთხოვნი.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის...
- დღეს აქტიური თემაა, როგორც პანდემიაზე საუბარი, ასევე სკოლის საქმიანობის პერსპექტივაზე.

- დღევანდელობაში საჭიროა...
- არ გვეშინოდეს დღევანდელი მდგომარეობის, დავიცვათ რეკომენდირებული ინსტრუქციები. ვიყოთ განსაკუთრებით ყურადღებიანი და იმედი მივცეთ ყველას, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

- იმედი მაქვს, რომ...
- მალე დამთავრდება აღნიშნული კრიზისი და დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თუ მაშინ არა, ახლა ჩაირიცხებით (?!) - 7000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი 1800-მდე აბიტურიენტისთვის „იბრძოლებს“

მასშტაბური შემოწმებები საბავშვო ბაღებში - პერსონალის მზადყოფნა და სამზარეულოები 2 ათასამდე სააღმზრდელო დაწესებულებაში გაკონტროლდება

„ავტორი ვარ! არ იცით, როგორი ეროვნული მუხტია ისტორიის სახელმძღვანელოებში“

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება