| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

რა არის დღევანდელობაში საჭირო? მისი აზრით, რა არის ის უმთავრესი, რაც მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ? და რა ესმის ხშირად კოლეგებისგან? - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს etaloni.ge-ს ჭიათურის N7 საჯარო სკოლის პედაგოგი სალომე მიქაძე პასუხობს.
- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .
- გიყვარდეს სამყარო! პატივი ეცი ყველა არსებას შენ გვერდით!
- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .
- ისევე არ არსებობს, როგორც იდეალური ადამიანი. მტკიცე შუშანიკსაც, რომელიც მხედარზე მეტად კენტავრი იყო, ჰქონდა სიფიცხისა და ვერ მოთმენის მომენტი... ამიტომ, მოსწავლის „შეცდომა“ სწავლის გზაზე კიდევ ერთი შანსია. იდეალური არავინ ვართ!
- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . .
- ხალისიანი და მეგობრული გარემო. მოტივაცია - ეს სიტყვა თავისი ღრმა შინაგანი არსით ჩვენს ყოფას განაპირობებს! მოწყენილ, უფერულ სასკოლო გარემოს ხალისი სჭირდება!
- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . .
- „როგორ გაზარმაცდნენ ბავშვები“, მეც ვხედავ, რომ ბევრი რამ გახდა ზერელე... მაგრამ ჩვენ მოგვეთხოვება მეტი, ჩვენ ვართ მაგალითი მოსწავლეებისათვის. რასაც გავცემთ, იმას მოვიმკით.
- დღევანდელობაში საჭიროა. . .
- ფრთხილი და მოზომილი ნაბიჯებით მივიყვანოთ მოსწავლე სწავლისა და განვითარების აუცილებლობის შეგნებამდე! გავუფრთხილდეთ მის ფსიქიკურ მდგომარეობას, ისედაც ათასი შიშით შებოჭილს.
- იმედი მაქვს, რომ. . .
- ხვალე იქნება მზიანი! ფიზიკურ ჯანმრთელობაზე აღარ მოგვიწევს აქცენტირება და სულიერ მხარეს გავაძლიერებთ! გამოვასხივებთ!
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
სასწავლო პროცესის მიღმა კი დაიგეგმა ექსკურსია მწერლის სახლ-მუზეუმში
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა