სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ვცდილობ შევქმნა ისეთი გარემო, სადაც მოსწავლეს გაუჩნდება სკოლაში მოსვლის, სწავლის სურვილი“- მაია ალექსანდრია​, ქარიატის საჯარო სკოლის დირექტორი
02-02-2022
-
+


რა არის დღევანდელობაში საჭირო? რა ახარებს როგორც დირექტორს? და მისი აზრით, რა არის ის უმთავრესი, რაც მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ? - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს etaloni.ge-ს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ მაია ალექსანდრია პასუხობს. 

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .
- უმთვრესი მაინც ადამიანურობა, სიყვარული, სწორი ღირებულებების პოვნა და მიღებაა.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .
- იდეალურია მოსწავლე, რომელსაც აქვს შეცნობის სურვილი, უხარია საკუთარიც და სხვისიც, არ ეზარება სწავლა და ცხოვრება, არ ასვენებს ინტერესი და არ ასვენებს მასწავლებელსაც.

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . .
- ვცდილობ შევქმნა ისეთი გარემო, სადაც მოსწავლეს გაუჩნდება სკოლაში მოსვლის, ყოფნის, სწავლის სურვილი; თანასწორობის პრინციპი იქნება უმთავრესი და ამ თანასწორობაში არ ჩაიკარგება მოსწავლეთა და მასწავლებელთა ინდივიდუალიზმი.

- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . .
- მახარებს ის, რომ მოსწავლეები ახერხებენ გამაოცონ ხშირად თავისუფალი, კრიტიკული აზროვნებით. მიხარია, რომ მათ აქვთ მოლოდინები სკოლისგან; მიხარია, რომ მათ სკოლაში მოსვლა უხარიათ.
მიხარია, რომ მასწავლებლები სკოლის, მოსწავლეების ერთგულები არიან; მიხარია, რომ არიან ერთი მთლიანი გუნდი; მიხარია, რომ მუდმივად ეძებენ და ფარ-ხმალს არასდროს ყრიან.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . .
- ეშინიათ, არ ჩამორჩნენ დროის მოთხოვნებს და ყველაფერი უნდა გააკეთონ პროფესიული ზრდისთვის.
მათ ახარებთ თავიანთი მოსწავლეების წარმატებები; ისინი მუდმივ კავშირში არიან ერთმანეთთან და ურთიერთობა სკოლის დამთავრების შემდეგაც ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. მათთვის ფასდაუდებელია ის ურთიერთობები, რომლებიც აქ ჩამოუყალიბდათ და „აქ ძალიან თბილა“.

- დღევანდელობაში საჭიროა. . .
- აუცილებლად უნდა დაიწყო და მიიყვანო ბოლომდე;
 გქონდეს პრინციპები და იყო მისი ერთგული;
 უნდა იშრომო და მოითხოვო ის, რაც გეკუთვნის;
 გააკეთო სწორი შეფასება და თვითშეფასება.

- იმედი მაქვს, რომ. . .
- იმედი მაქვს, რომ თუ ერთად ვიქნებით, მიზანს მივაღწევთ;
 იმედი მაქვს, რომ ერთად ვიქნებით;
 იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

ვინ წყვეს სკოლების დანგრევის, რებილიტაციისა და მშენებლობის საკითხს - მთავრობამ სია გამოაქვეყნა 

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება