სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„იმედი მაქვს, ჩვენი სკოლა თავის ღირსეულ წვლილს შეიტანს ქვეყნის წარმატებისა და კეთილდღეობის საქმეში“- ნუნუ ლობჯანიძე, ღების საჯარო სკოლის დირექტორი
02-02-2022
-
+


როგორი უნდა იყოს იდეალური მოსწავლე? რა არის უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ასწავლიან? რა ახარებს, როგორც დირექტორს? - ამ და სხვა საკითხებზე Etaloni.ge-ს ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის დირექტორი ნუნუ ლობჯანიძე ესაუბრა.

-
უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით...

- ესაა პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ინფორმაციის მოპოვების, დამუშავების და დასკვნების გაკეთების უნარ-ჩვევები (ანალიზი, სინთეზი, შეფასება). აღნიშნული უნარები მოსწავლეებს საშუალებას მისცემს თეორიული მასალა აითვისონ და დაამუშაონ არა მარტო სასკოლო პირობებში, არამედ გამოიყენონ მთელი ცხოვრების მანძილზე, რაც მათი  წარამატების საფუძველს შექმნის.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე...

- ესაა მოტივირებული მოსწავლე, რომელსაც გააზრებული აქვს ცოდნის მნიშვნელობა და სრული პასუხისმგებლობით ეკიდება სასწავლო პროცესს. ამასთანავე, ცოდნის მიღებაში ეხმარება სხვებსაც, თავს გრძნობს საერთო ჯგუფის წევრად და გააზრებული აქვს რომ პრობლემების დაძლევა გაცილებით ეფექტურია ერთობლივი ძალისხმევით.

- ვცდილობ, სკოლაში შევქმნა...

- მეგობრული, თანამშრომლობითი და მიზნებზე ორიენტირებული მოტივირებული გარემო.

- როგორც დირექტორს, მახარებს, რომ...

- სკოლაში შექმნილია მეგობრული და თანამშრომლობითი ატმოსფერო, რომ მოსწავლეები არ იზღუდებიან დირექტიული, ავტოკრატიული მართვის სტილით. არიან თავისუფლად და დემოკრატიულად მოაზროვნე მოსწავლეები ძალადობრივი ურთიერთობების გარეშე. 

- კოლეგებისგან ხშირად მესმის...

- მადლიერი შეფასებები ჩემი მათდამი ჰუმანური და მკაფიოდ გამოხატული კოლეგიალური დამოკიდებულების გამო. მახარებს, რომ კოლექტივი არის სკოლის განვითარებაზე ორიენტირებული, ერთიანი, მოტივირებული თანამშრომლობითი ბირთვი.

- დღევანდელობაში საჭიროა...

- თანამშრომლობითი ურთიერთობების გაღრმავება. მთლიანი ჯგუფის წევრების მიმართ მკაფიოდ გამოხატული როლების გადანაწილება თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საერთო მიზნისკენ მოთმინებით სვლა.

- იმედი მაქვს, რომ...

- ჩვენი სკოლა თავის ღირსეულ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის წარმატებისა და კეთილდღეობის საერთო საქმეში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

პროფესიული სტანდარტის 6 პუნქტი, რომელსაც პროფესიული განათლების მასწავლებლი უნდა აკმაყოფილებდეს

ვინ წყვეს სკოლების დანგრევის, რებილიტაციისა და მშენებლობის საკითხს - მთავრობამ სია გამოაქვეყნა 

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

სასწავლო პროცესის მიღმა კი დაიგეგმა ექსკურსია მწერლის სახლ-მუზეუმში

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება