| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

როგორი უნდა იყოს იდეალური მოსწავლე? რა არის უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ასწავლიან? რა ახარებს, როგორც დირექტორს? - ამ და სხვა საკითხებზე Etaloni.ge-ს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი გაგნიძე ესაუბრა.
- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით...
- ვცდილობთ მოსწავლეს ვასწავლოთ სწავლა. ანუ როგორ ისწავლოს სკოლს შემდეგ ის, რის ცოდნასაც რეალური ცხოვრება მოსთხოვს.
- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე...
- არა მარტო კარგად სწავლობს გაკვეთილებს, არამედ კრიტიკულად აანალიზებს და ცდილობს დაუკავშიროს რეალური ცხოვრების მაგალითებს.
- ვცდილობ, სკოლაში შევქმნა...
- ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული, თანამშრომლობითი, მეგობრული გარემო როგორც მასწავლებლებს, ისე მოსწავლეებს და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის.
- როგორც დირექტორს, მახარებს, რომ...
- სკოლაში მოვიდნენ ახალგაზრდა, მოტივირებული მასწავლებლები, რომლებიც სიამოვნებით იზიარებენ უფროსების გამოცდილებას. ამასთანავე, სიხალისე და ახალი იდეები შემოაქვთ სასწავლო პროცესში.
- კოლეგებისგან ხშირად მესმის...
- წუხილი იმის თაობაზე, რომ ჩვენი განათლების სისტემა ჯერ კიდევ ვერ მივიდა იმ დონემდე, რაც საჭიროა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების სრულად დასაკმაყოფილებლად.
- დღევანდელობაში საჭიროა...
- მასწავლებელი იქცეს სახელმწიფოს ყოველდღიური ზრუნვის საგნად. მასწავლებლის (ზოგადად) ავტორიტეტის ზრდა ავტომატურად ნიშნავს სკოლის ავტორიტეტის ზრდას, რაც მისდამი მოსწავლეების და მშობლების ნდობის ამაღლებას და საბოლოო ჯამში, სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას ნიშნავს.
- იმედი მაქვს, რომ...
- „ახალი სკოლის მოდელის“ სრულფასოვანი დანერგვა, სკოლების მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაძლიერება, მასწავლებელთა დაუღალავი (რომელიც ყოველთვის სახეზეა) შრომა, საქართველოს განათლების სისტემას აქცევს ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიოში.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა