სიახლეები
პიროვნება

„უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით, დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადებაა“- მაია მამისეიშვილი, გეგუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი
02-02-2022
-
+


როგორი უნდა იყოს იდეალური მოსწავლე? რა არის უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ასწავლიან? რა ახარებს, როგორც დირექტორს? - ამ და სხვა საკითხებზე Etaloni.ge- წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მაია მამისეიშვილი ესაუბრა.

-
უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით...

- დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადებაა. მივიყვანოთ იქამდე, რომ  მსოფლიო მოქალაქედ  იგრძნოს თავი და  შინაგანად ითავისებდეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი როლი ამ სამყაროში, ჩვენს ქვეყანაში. ეს ის პროცესია, როცა ორიენტირებული ხარ ასწავლო არა მხოლოდ კონკრეტული საგანი, არამედ ჩამოუყალიბო  მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობები, გამოუმუშავო-განუვითარო  მრავალმხრივი უნარები  და  უშიშარი , თავდაჯერებული გაუშვა სკოლიდან, როგორც  სწორი ღირებულებების მოქალაქე, რომელიც მზადაა  შესაძლებლობებისა და ინტერესების საფუძველზე  აირჩიოს  პროფესია  და ემსახუროს ქვეყანას, მსოფლიოს.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე...

- ჩემი აზრით, შეუძლებელია მოსწავლეები დავყოთ „იდეალურებად“ და „არაიდეალურებად“....იდეალურია თითოეული ადამიანი, ამიტომაც ვემიჯნები ყოველგვარ დეფინიციას, რომელიც თავის თავში პირდაპირ თუ ირიბად გულისხმობს  ანტონიმურ შინაარსს და მიმართულია ადამიანებისადმი, მათ შორის მოსწავლეებისადმი.

- ვცდილობ, სკოლაში შევქმნა...

- კეთილგანწყობილი, საქმეზე ორიენტირებული გარემო. ყოველდღიური საქმიანობით ყველას ვაჩვენო, რომ ხშირად ხელისშემშლელი ფაქტორები ის გამოწვევებია, რომლებიც უნდა გადაიჭრას მიზანზე ორიენტირებული  ნაბიჯებით და ეს განვითარების შესაძლებლობაა და არა დემოტივაციის მიზეზი.  ამიტომაც ვთვლი, რომ  მიზნის სწორად განსაზღვრას, გუნდურობას, ერთმანეთის მხარდაჭერას, ღია ურთიერთობებს შედეგებიც სათანადო მოაქვს და ჩვენ ამ წლების მანძილზე  კარგად დავინახეთ, თუ როგორ ღირსეულად გაართვა თავი თამარ მეფის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოებამ მის წინაშე არსებულ გამოწვევებს. 

- როგორც დირექტორს, მახარებს, რომ...

- უახლოეს პერიოდში ჩვენი მოსწავლეები  სკოლის ახალ შენობაში განაგრძობენ სწავლას. აქვე აღვნიშნავ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობის საფუძველზე, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით  სოფელ გეგუთში აშენდა 240 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლის ახალი შენობა და ეს ნამდვილად არის მნიშვნელოვანი საქმე ჩვენი თემისთვის, სკოლაში დასაქმებული თითოეული ადამიანისათვის.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის...

- ამ პერიოდში მნიშვნელოვანია ვფიქრობდეთ, როგორ განვავითაროთ სკოლაში ონლაინ სწავლების  მოდელი, როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი კომპეტენციები და მაშინაც კი, როცა პანდემია აღარ შეაწუხებს მსოფლიოს, ვნერგავდეთ ონლაინ სკოლის მოდელს, როგორც  დამატებითი სერვისების მიწოდების ერთ-ერთ გზას როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების გაუმჯობესების ხელშესაწყობად. ხშირად არათუ მესმის, არამედ ვმსჯელობთ, რომ  აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ ყველა იმ მოსწავლეზე, რომელთა განწობებზეც აისახა პანდემია, როგორც დემოტივაციის ფაქტორი  და გავაკეთოთ ყველაფერი თითოეული მოსწავლის ხელშესაწყობად.

- დღევანდელობაში საჭიროა...

- დღეს მნიშვნელოვანია სწორად შეფასდეს სკოლის ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეები. დავინახოთ გარე ფაქტორების როლი, მნიშვნელობა და გავლენები. შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებით შევძლოთ ყველა გამოწვევას გავუმკლავდეთ ისე, რომ არ დავაზარალოთ არც ერთი მოსწავლე, მივაღწიოთ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ შედეგებს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია სკოლას თქვას, რომ ფუნქციონირებს, როგორც მოსწავლეზე ორინეტირებული და წარმატებული დაწესებულება.

- იმედი მაქვს, რომ...

- მსოფლიო მალე დაემშვიდობება პანდემიის პერიოდს და ჩვენი სკოლის სახელიც  გრძელვადიანი მიზნების გახორციელების პროცესში ბევრი საინტერესო მოსწავლე-მასწავლებლით გაჟღერდება.   


კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

„100 მამაოს გადამზადებას ვგეგმავთ, რომლებიც უფრო მეტ საჯარო სკოლას დაფარავენ“...

სკოლის დირექტორებმა სამეურვეო საბჭოს ანგარიში უნდა ჩააბარონ - ბრძანება

4 ფაქტორი, რის გამოც სკოლა შეიძლება გაუქმდეს - კანონი

მასწავლებელი, რომელსაც თავს არასრულწლოვნები დაესხნენ, გარდაიცვალა - შსს განცხადებას ავრცელებს

სამინისტრო სკოლებთან დაკავშირებით ცვლილებას გეგმავს

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები
მოსწავლეებმა მხატვრულად წარმოთქვეს მასწავლებლებისადმი მიძღვნილი სიტყვები, ლექსები
 
 
 

სკოლაში კონკურსის მიმდინარეობას პედაგოგი მარეხი სუდაძე ხელმძღვანელობდა

წელს ალათუმანის საჯარო სკოლიდან კიდევ ერთი წარმატებული მოსწავლე გახდა სტუდენტი

საინტერესო

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება